მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის დაფინანსება "ევროპას გაანადგურებს"

ტრამპი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეფასებით, ევროკავშირს უკრაინის სამხედრო ძალისხმევის დაფინანსება არ შეუძლია, რადგან აშშ-ის ფინანსური დახმარება გარანტირებული აღარაა - ამის შესახებ ორბანმა EU-ს წევრი 26 სახელმწიფოს ლიდერის სამიტის შემდეგ ისაუბრა. სამიტზე ქვეყნები უნგრეთის გარეშე შეთანხმდნენ უკრაინის მხარდაჭერაზე.

ორბანმა უნგრულ სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ ბუდაპეშტი ადგილობრივ დონეზე "საჯარო კონსულტაციებს" წამოიწყებს, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შეეხება და ეს მისი საარჩევნო კამპანიის ნაწილი იქნება. უნგრეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წელს გაიმართება, თავად ორბანი კი ქვეყანას 2010 წლიდან მეთაურობს.

დონალდ ტრამპის მიერ საგარეო პოლიტიკის გადახედვის საპასუხოდ, ევროპელმა ლიდერებმა თავდაცვის განახლებული გეგმა წარადგინეს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ითვალისწინებს. თუმცა ორბანი, რომელმაც უკრაინის დახმარებას და რუსეთის დასანქცირებას არაერთხელ დაადო ვეტო და მოსკოვის მოკავშირედ რჩება, მიიჩნევს, რომ "ომის გახანგრძლივების ნაცვლად, ევროპამ მხარი ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უნდა დაუჭიროს".

"ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდაჭერა და თავდაცვის დაფინანსების გაზრდა ევროპას გაანადგურებს. თუ აშშ ომის დაფინანსებას შეწყვეტს, ევროკავშირის 26 ქვეყანას ომის შეჩერების შანსი საიდან ექნება?" - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ცნობისთვის, ტრამპმა ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აშშ არ დაეხმარება NATO-ს მოკავშირეებს, თუ ისინი საკუთარ თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები