მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი “პსჟ-ში” ახლოვდება

ოსიმენი პსჟში

იტალიური “ნაპოლის” ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი ფრანგულ “პსჟში” დასკვნით ეტაპზეა. იტალიური გამოცემა Il Matino-ს ინფორმაციით ნეაპოლელებსა და პარიზელებს შორის სატელეფონო საუბრები გაიმართა და მხარეები საბოლოო დეტალებს ათანხმებენ.

ინფორმაციას სხვა იტალიური გამოცემებიც ადასტურებენ, რომელთა მტკიცებითაც “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს დათმობაზე წასვლა მოუწია და ნიგერიელ ფორვარდს 130 მილიონის ნაცვლად 100 მილიონად შეელევა. ოსიმენი ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 14 მილიონ ევროს მიიღებს, 4 მილიონით მეტს, ვიდრე ამჟამად “ნაპოლიში” აქვს.

“პარტენოპეის” ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ოსიმენის პოზიციაზე რომელუ ლუკაკუს შეძენა აქვს გადაწყვეტილი, რომელთანაც მოლაპარაკებები სწრაფად პროგრესირებს.

ამჟამად იტალიური კლუბი ქალაქ დიმაროში შეკრებას გადის და ახალი სეზონისთვის ემზადება, თუმცა ოსიმენი ვარჯიშებში მონაწილეობას ტრავმის გამო არ იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები