მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიქტორია სექიურითი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრია

62a04dbe6175c
BM.GE
08.06.22 11:21
888
„ვიქტორია სექიურითის“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაერთიანებით, ასოციაციის წევრთა რიგებს შემოუერთდა კომპანია, რომელსაც დაცვა-უსაფრთხოების მომსახურეობის გაწევის თითქმის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. აღსანიშნია, რომ კომპანიას მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტანდარტების ხარისხი, პირველი და ერთადერთი ბიზნეს ოპერატორია საქართველოში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 უსაფრთხოების კომპლექსურ სერთიფიკატს.

ამასთან, შ.პ.ს. „ვიქტორია სექიურითი“ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს, თანამედროვე დაცვითი ელექტრონული სიგნალიზაციის, ვიდეო-სამეთვალყურეო, დაშვების კონტროლისა და ხანძარმაქრი სისტემების საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოებს, მაღალკვალიფიციური ტექნიკური ჯგუფების მეშვეობით.

კერძოდ, კომპანიის ოპერატიული სამსახურის შემადგენლობაში შემავალი, სწრაფი რეაგირების ჯგუფები 24/7 რეჟიმში უზრუნველყოფენ დაცულ ობიექტებზე საზოგადოებრივ წესრიგს და მათ სამოქმედო ლოკაციებზე განლაგებული, ელექტრო სიგნალიზაციით დაცული ობიექტის მონიტორინგს.

საგულისხმოა, რომ დასაქმებულთა პროფესიონალიზმის მაღალი დონე კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სისტემატურად ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები.

შ.პ.ს „ვიქტორია სექიურითი“ აქტიურად პარტნიორობს და თანამშრომლობს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მწარმოებელ უცხოურ კომპანიებთან.

„მივესალმებით „ვიქტორია სექიურითის“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. მოხარულნი ვართ, რომ ასეთი მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიები ხდებიან ასოციაციის წევრები. აღსანიშნავია, რომ წარმატების მიღწევა კომპანიამ შეძლო საიმედოობის მაღალი სტანდარტით და შესაბამისად, წლების განმავლობაში მოპოვებული ნდობით, რისი საუკეთესო ინდიკატორია ის, რომ კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში. მასში დასაქმებულია 1900-ზე მეტი, მაღალპროფესიული დონის და გამოცდილების მქონე თანამშრომელი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ „ვიქტორია სექიურითი“ ყველა პარამეტრით წარმოადგენს დარგის ლიდერს საქართველოში, რომელიც მოტივირებულია მომხმარებელს შესთავაზოს მაღალკვალიფიციური მომსახურება, რაც მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები