მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძლიერი ბიზნესის ჩამოსაყალიბებლად კიდევ ბევრია გასაკეთებელი - სოსო ფხაკაძე „აწარმოეს“ პროგრამებზე

64ac05a04df51
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.23 23:45
603
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი „აწარმოე საქართველოშის“ ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სახელმწიფოს ეს პროგრამები უნდა გაგრძელდეს, რათა ძლიერი ბიზნესის და ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამის შესახებ მან სახელმწიფო სააგენტოს პროგრამების ეკონომიკური ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სოსო ფხაკაძის თქმით, „აწარმოე საქართველოშის“ პროგრამები ღირებულებას და აბსოლუტური კონკრეტული სიკეთეს ქმნიან, რომელიც BAG-ის ინდექსის კვარტალური გამოკითხვებშიც ვლინდება.

„ძალიან ბევრი კომპანია იძახის, რომ „აწარმოე საქართველოშის“ პროგრამის გარეშე ვერ შეძლებდნენ ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას, ან შეძლებდნენ ერთი ან ორი წლის შემდეგ. ვფიქრობ, სახელმწიფომ ეს პროგრამები უნდა გააგრძელოს, მით უმეტეს ქვეყანაში, რომელიც განვითარების საწყის სტადიაზეა და ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ძლიერი ბიზნესი და საწინდარი ძლიერი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა ფხაკაძემ.

BAG-ის პრეზიდენტის შეფასებით, ბიზნეს გაერთიანებაში მიესალმებიან პროგრამების გაფართოებას და საჭიროების შემთხვევაში თავად მიმართავენ სახელმწიფოს სექტორების მხარდაჭერისთვის. სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ გაცხადებული სიახლის შესახებ, რომელიც კაპიტალის ბაზრების გაფართოებას შეეხებოდა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ ეს კომპონენტი ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

„მივესალმებით ახალი სეგმენტის დამატებას. ეს პროგრამა ძალიან ბევრ სეგმენტს მოიცავს. ფინანსური შუამავლების რაოდენობის ზრდის, კაპიტალის ბაზრის ზრდის საკითხებზე ჩვენ წლებია ვსაუბრობთ და გვიხარია, რომ კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ამას სახელმწიფო და ბიზნესი ურთიერთთანამშრომლობით აკეთებს. რაც უფრო ნაკლები იქნება ფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებული პრობლემა, მით უფრო მეტად და სწრაფად განვითარდება ქართული ბიზნესი. ამ მხრივ ასოციაციის კვლევებში იმ კომპანიების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რომლებიც ფინანსების ხელმისაწვდომობას გამოწვევად აფასებენ, მაგრამ ამ გამოწვევის კიდევ უფრო შესუსტება ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები