საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო წლებში ბევრი კომპანია შეიქმნა, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპსა და დასაქმების ზრდაში აისახა. ამის შესახებ მან აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი შეფასებით, მიმდინარე წელს „აბრეშუმი გზის ფორუმის“ მიმართ ბიზნესის მხრიდან დაინტერესება დიდია.
„კერძო კომპანიები ორივე მხრიდან როგორც უცხოური ასევე ქართული ინტეგრირებული უნდა იყვნენ ამ პროცესში. საბოლოო ჯამში ნებისმიერი პროექტი დასრულებამდე კერძო სექტორს მიჰყავს და ამაში სახელმწიფოს როლი სტრატეგიული პროექტების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ეკონომიკურ განვითარებას დავინახავთ, ძალიან ბევრი ახალი კომპანია შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში და ეს ყველაფერი აისახა ეკონომიკური ზრდის ტემპებში და დასაქმების ზრდაში... ბევრად უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული ჩვენს ქვეყანაში ვიდრე ეს გარკვეული წლების წინ იყო. პროცესი ნელ-ნელა მიდის. ძალიან რთულია ერთ და ორ წელიწადში უცბად დიდი სურათი დაინახო, მაგრამ ჩვენ რომ აქეთ მივდივართ, ამას ეკონომიკის ნებისმიერი სექტორი ამ სიკეთეს გრძნობს რომელიც ხდება და მიმდინარეობს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.