მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვისოლ ჯგუფმა“ 2022 წელს 1000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა - სოსო ფხაკაძე

63afe960b20b5
თელარა გელანტია
02.01.23 19:00
1596
„ვისოლ ჯგუფმა“ 2022 წელს დაახლოებით 1000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ამის შესახებ BMG-ს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა განუცხადა.

„ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანიებისთვის კარგი წელი იყო. 2022 წელს ყველა მიმართულებით ვაქტიურობდით და წელი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, რაც შესატყვისია იმ ტრენდებთან, რომელიც მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში დაფიქსირდა.

2022 წლის ბოლო სამუშაო დღეც კი “ვენდისის“ ახალი რესტორნის გახსნით დავასრულეთ და “ვენდისის” და „დანკინის“ ფორმატში უკვე 90 რესტორანი გვაქვს, რითაც “ვისოლ ჯგუფი” რესტორნების ყველაზე მსხვილ ქსელს ფლობს საქართველოში.

ყველა სხვა მიღწევებთან ერთად, რაც ჯგუფში შემავალ კომპანიებში გვქონდა, ყველაზე ღირებული და ფასეული, ვფიქრობ, მაინც ის არის, რომ ჯამურად „ვისოლ ჯგუფმა“ 2022 წელს, დაახლოებით, 1000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა“, - თქვა სოსო ფხაკაძემ და დასძინა, რომ ჯგუფი 2023 წელსაც ზრდისა და განვითარების აღებულ ტემპს შეინარჩუნებს.

„აქტიურობას ვაპირებთ ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით კი საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარების კუთხით. მომავალ წელს რამდენიმე პროექტს დავიწყებთ და მნიშვნელოვნად გამოვჩნდებით ბაზარზე“, - ამბობს ბიზნესმენი.

სოსო ფხაკაძემ უძრავი ქონების ბაზარზე შესვლა გასულ წელს დაანონსა. 2022 წელს "ვისოლ ჯგუფმა" პირველი არხის შენობა 77 მილიონ ლარად შეიძინა. ბიზნესმენის თქმით, პროექტი მულტიფუნქციური იქნება, სადაც სხვადასხვა ფუნქციონალის მქონე ობიექტები გაერთიანდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები