მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებმა საეჭვო გადარიცხვებზე სახელმწიფოსთვის მიმართვა გაახშირეს

ბიტკოინი

ვირტუალური აქტივების პროვაიდერებს, ანუ კრიპტო მომსახურების პროვაიდერებს სხვა ფინანსური კომპანიების მსგავსად ევალებათ საეჭვო წარმომავლობის ან საეჭვო დანიშნულების გადარიცხვის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აცნობონ. ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებით დიდი მოცულობის ტრანზაქცია ან ტრანზაქცია უცხოეთის მოქალაქესთან ან ტრანზაქცია რომელიც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს შეიცავდეს.

როგორც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2025 წლის ანგარიშიდან ირკვევა, მათ ვირტუალური აქტივების პროვაიდერებისგან საეჭვო გადარიცხვების შესახებ 436 შეტყობინება მიიღეს, რაც 2024 წელთან შედარებით 369%-ით მეტი იყო.

გარდა ვირტუალური აქტივების პროვაიდერებისა, საეჭვო გადარიცხვების შესახებ შეტყობინებები გაზარდეს კომერციულმა ბანკებმაც, რომლებმაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შესასწავლად 2,587 ტრანზაქციის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ეს რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 55%-ით მეტი იყო.

2025 წლის საეჭვო ტრანზაქციების შეტყობინებების სტატისტიკა:

ანგარიშვალდებული პირები საეჭვო ტრანზაქციის შეტყობინება ზრდა/კლება წინა წელთან
კომერციული ბანკი 2587 55%
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 79 84%
სადაზღვევო ორგანიზაცია 2 100%
საბროკერო კომპანია 2 0%
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი 0 -100%
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი 4 100%
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი 104 93%
სესხის გამცემი სუბიექტი 1 0%
მიკრობანკი 38 3700%
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (კრიპტო) 436 369%
ლატარიის, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი 19 90%
სამორინე 8 წინა წელს 0 იყო
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 850 386%
შემოსავლების სამსახური 0 წინა წელს 0 იყო
სულ 4130 101%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები