მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვირუსის 2,616 ახალი შემთხვევა 2021 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობაა

60f67f375403b
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.21 12:03
816
დღეს საქართველოში 2021 წლის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული - 2,616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქამდე მიმდინარე წლის ახალი შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა 2,171 იყო, რაც 5 მაისს დაფიქსირდა. 

თუკი უფრო გრძელვადიან პერიოდს შევხედავთ, ვნახავთ, რომ ვირუსის ახალი შემთხვევების უფრო დიდი რაოდენობა ბოლოს 2020 წლის დეკემბერში, კერძოდ, 22 დეკემბერს დაფიქსირდა, რაც მაშინ 3,064-ს შეადგენდა. 

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ბოლო 24 საათში ვირუსმა 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, გარდაცვალების უფრო მაღალი შემთხვევები ქვეყანაში წელს მაისის განმავლობაში ფიქსირდებოდა, ივნისში კი ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შედარებით შემცირდა, თუმცა ვირუსის გავრცელების ზრდის შედეგად, ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელმაც იმატა. 

კვლავ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. მართალია, ბოლო 24 საათში რეკორდული რაოდენობის - 11,073 ადამიანი არის აცრილი, თუმცა 15 მარტის შემდგომ ქვეყანაში მხოლოდ 368,179 აცრა არის ჩატარებული, ორჯერადად ვაქცინირებულია 113,895 ადამიანი, რაც მოსახლეობის 3.05%-ია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები