სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის მიხედვით, 2025 წელს 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიები ნაცვლად 20 ლარისა, 35 ლარით გაიზრდება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართული ოცნების ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება, რომ მომავალ წელს პენსია ინდექსაციით გათვალისწინებულზე მეტად გაიზარდოს, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში აისახება. ამასთან, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ მიუხედავად დასავლეთის მხრიდან რიგი მიმართულებით შეჩერებული დაფინანსებისა, ბიუჯეტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აუცილებელი მიმართულებები დაფინანსდეს.