წელს 8 თვეში საქართველომ ექსპორტზე 13.7 მლნ აშშ დოლარის 9,247 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაიტანა, რაც 32%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელეზე.
ძირითადი საექსპორტო ბაზარი, სადაც პროდუქციის 26%-ზე მეტი გავიდა აშშ-ა, მას კი ისრაელი და იაპონია მოჰყვება.
BM.GE დაინტერესდა, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, რომელია წვენის ყველაზე დიდი საწარმოები საქართველოში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლის პირველ 6 თვეში ბრუნვის მოცულობის მიხედვით ხილის წვენების მწარმოებელი კომპანიების TOP-10 ასე გამოიყურება:
- შპს ჯანსაღი სასმელების კომპანია - წილს 4 სუბიექტი თანაბრად ინაწილებს: ზურაბი კაპანაძე, თორნიკე ნემსაძე, მიხეილი ბოჭორიშვილი, ბაჩანა ხაჩიძე;
- შპს ჯორჯიან ნექტარ - კომპანიის მფლობელი ლიანა დავითაიაა. დირექტორი კი, ზვიად დავითაია;
- შპს კამპა - კომპანიის 80% დავით ბუაძეს ეკუთვნის, 80% კი, საქართველოსა და რუსეთის ორმაგ მოქალაქე მამია ჯანაშიას;
- შპს აუგუსტის ხილის ქარხანა - კომპანიას ალექსი მორჩილაძე ფლობს და თავადაა დირექტორიც;
- შპს არომაპროდუქტი - 1996 წელს რეგისტრირებულ კომპანიას საკმაოდ მრავალრიცხოვანი მეწილეები ჰყავს. ეთერი რაშოევი 0.3%, რევაზ კაპანაძე 0.35%, გურამ კვაჭანტირაძე, 0.1%, აპოლინარია ეფრემენკო 0.1%, ვასილ შელიუგოვი 0.1%, ლუბოვ სერგეევა /რუსეთის ფედერაცია/ 0.2%, თამარ გუგუშვილი 3.3%, დიმიტრი დარჩიაშვილი 1.5%, ალექსანდრე ჯიქიძე 4.5%, ბადრი ბუიღლიშვილი 7.9% , ირაკლი ჯიქიძე 0.3%, ვლადიმერ გუგუშვილი 81.35%. დირექტორი - ვლადიმერ გუგუშვილი;
- შპს ბი-პი-სი - 51% მერაბ აბაშიძეს ეკუთვნის, 25%-ს ანა აბაშიძე, 24%-ს კი, გიორგი აბაშიძე ფლობს;
- შპს Georgian Industrial Asset Management Group - კომპანიის 100%-ს კვიპროსზე დარეგისტრირებული შპს ბიეფ ჯუს (ჯორჯია) ფლობს. დირექტორი - რევაზ გოგიტიძე;
- შპს ქართული აგროპროდუქტი - 45%-ს გიორგი ახალაძე ფლობს, 10%-ს ლევან ნოზაძე, 45% კი სააქციო საზოგადოება დოთგრინი;
- შპს გსქ კულა - წილის 100%-ს ლეილა ლონდარიძე ფლობს;
- შპს ჯეო კონცენტრატი - წილის 100% ანასტასია გოგლიძეს ეკუთვნის.