მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებს ₾6 მლნ-ს ძროხის ხორცს მიაწვდის? - ტენდერის დეტალები

ძროხის ხორცი

თბილისის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაგა-ბაღებს 6.01 მლნ ლარის ძროხის გაციებულ ხორცს შპს მითარეა მიაწვდის.

მისაწოდებელი პროდუქტის ჯამური ღირებულება 231,479 კილოგრამია. გამოდის, რომ 1 კგ-ს ფასი 26 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მოთხოვნები შემდეგია:

  • ხორცი უნდა იყოს ძროხის, ახალი, გაუყინავი, გაცივებული, ძვალგამოცლილი;
  • ორგანოლეპტიკურად (ფერი - ვარდისფერი-მოწითალო, სუნი - დამახასიათებელი ახალი
  • ხორცისათვის, კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი;
  • სისხლისგან დაწრეტილი, მშრალი, სისხლჩაქცევების გარეშე, დრეკადი და ელასტიური, (თითის დაჭერით ხორცზე უნდა წარმოიშვას ღრმული, რომელიც სისხლით არ უნდა აივსოს და მყისიერად უნდა გასწორდეს), ხორცის ახალი განაჭერი - სველი, მაგრამ არა წებვადი;
  • არ უნდა შეიცავდეს ძარღვებს, ნეკნებს შორის ამონაჭრებს, ხრტილებს, ქონს, ანათლელებს.
    ცილა არანაკლებ - 19%, ცხიმი არაუმეტეს - 16%.

ასევე არ უნდა იყოს დარღვეული სასაკლაოზე დაკვლის წესები და ეტიკეტირების პირობები.

გამარჯვებული კომპანიის, "მითარეას" წილის 100%-ის მფლობელი ნინო სულაბერიძეა.

აქამდე კომპანიას მხოლოდ 1 ტენდერი აქვს მოგებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში მზა და დაკონსერვებული თევზის მიწოდებისთვის. ღირებულება 175 000 ლარი იყო. კომპანია 2021 წელს არის რეგისტრირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები