მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის ქართული კომერციული ბანკები? - მფლობელები და აქტივები

5e3bed626bb88
შოთა ტყეშელაშვილი
07.02.20 00:00
39211
საქართველოს საბანკო სექტორი 47,183,026,804 ლარის ტოლია, ეს თითქმის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომაა. საფინანსო სექტორი, დღეს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მომგებიანი ნაწილია.

გთავაზობთ სტატისტიკას ქართული ბანკების აქტივების ზომისა და მათი მესაკუთრეების შესახებ.

ვინ არიან ქართული ბანკების მფლობელები - სია წარმოდგენილია ბანკების აქტივების ზომის მიხედვით

1) "თიბისი ბანკი" - მთლიანი აქტივები - 18 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
  • მამუკა ხაზარაძე - 10.25%; 
  • ბადრი ჯაფარიძე - 5.99%; 
  • European Bank for Reconstruction and Development - 8.03%; 
  • JPMorgan Asset Management - 6.21%; 
  • Schroder Investment Management - 6.47%; 
  • Dunross & Co. - 6.61%. 

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 392 მილიონი ლარი



2) "საქართველოს ბანკი" - მთლიანი აქტივები - 17.1 მილიარდი ლარი;

საწესდებო კაპიტალის 1% და მეტი წილის მფლობელი აქციონერების ჩამონათვალი წილების მითითებით:
  • Bank of Georgia Group Plc - 19.77% 
  • JSC BGEO Group - 79.75% 
ბანკის ჰოლდინგური კომპანიის, Bank of Georgia Group PLC ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:

Georgia Capital JSC - 19.90%

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 390.4 მილიონი ლარი



3) "ლიბერთი ბანკი" - მთლიანი აქტივები - 2.14 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით
  • ირაკლი ოთარ რუხაძე - 30.40%; 
  • ბენჯამინ ალბერტ მარსონი - 30.39%; 
  • იგორ ალექსეევი - 30.39%;
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს - 26.8 მილიონი ლარი.



4) "ბაზისბანკი" - მთლიანი აქტივები - 1.66 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
  • მი ენხვა - 91.56%; 
  • მი ზაიქი - 6.92%; 
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 24.8 მილიონი ლარი



5) VTB ბანკი - მთლიანი აქტივები - 1.65 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

რუსეთის ფედერაციის მთავრობა - 59.34%

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 13.6 მილიონი ლარი



6) "პროკრედიტ ბანკი" - მთლიანი აქტივები - 1.5 მილიარდი ლარი

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
  • Zeitinger Invest GmbH - 17% 
  • KfW - Kreditanstalt für Wiederaufbau - 13% 
  • DOEN Participaties BV - 13% 
  • IFC - International Finance Corporation - 10% 
  • TIAA-Teachers Insurance and Annuity Association - 9% 
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 23.1 მილიონი ლარი



7) "ქართუ ბანკი"- მთლიანი აქტივები - 1.22 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით

უტა ივანიშვილი - 100%

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 22.4 მილიონი ლარი



8) "ტერაბანკი" - მთლიანი აქტივები - 1.03 მილიარდი ლარი

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
  • შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი - 45% 
  • შეიხი ჰამდან ბინ ზაიედ ალნეჰაიენი - 20% 
  • შეიხი მანსურ ბინზაიედ ბინსულტან ალ ნაჰიანი - 15% 
  • შეიხი მოჰამედ ბუტი ალჰამედი - 15%
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 20.2 მილიონი ლარი



9) "კრედო ბანკი" - მთლიანი აქტივები - 1.03 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
  • CDC Group PLC (UK) - 7.34% 
  • European Investment Bank (Luxembourg) - 7.34% 
  • International Finance Corporation (USA) - 7.34% 
  • Kreditanstalt für Wiederaufbau (Germany) - 7.89% 
  • LFS Advisory GmbH (Germany) - 14.76% 
  • Dr. Bernd Zattler (Germany) - 8.86% 
  • Omidyar Tufts Microfinance Fund (USA) - 6.96% 
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 27.7 მილიონი ლარი



10) "ხალიკ ბანკი საქართველო" - მთლიანი აქტივები - 513 მილიონი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
  • ტიმურ ყულიბაევი 32.26% 
  • დინარა ყულიბაევა 32.26% 
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 7.7 მილიონი ლარი



11) "პაშა ბანკი საქართველო" - მთლიანი აქტივები - 495 მილიონი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5% - ს ან მეტს წილების მითითებით:
  • არიფ პაშაევი - 10.00% 
  • არზუ ალიევა - 45.00% 
  • ლეილა ალიევა - 45.00% 
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს - ზარალი 8.2 მილიონი ლარი



12) "ფინკა ბანკი" - მთლიანი აქტივები - 278 მილიონი ლარი

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით
  • FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA) 99 Voting right of FINCA Microfinance Coöperatief U.A. 
  • FINCA International, Inc (New York, USA) 62.93% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA) 
  • International Finance Corporation (IFC) 14.27% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA) 
  • KfW 8.87% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA) 
  • FMO (Nederlandse Financierings Maatschappij voor Ontwikkelingslanden N.V) 7.25% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA) 
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 3.4 მილიონი ლარი



13) "იშბანკი საქართველო" - მთლიანი აქტივები - 269 მილიონი ლარი

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:
  • თურქეთის იშ ბანკის საპენსიო ფონდი - 38.94% 
  • თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტია - 28.09% 
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 5.8 მილიონი ლარი



14) "ზირაათ ბანკი" - მთლიანი აქტივები - 130.4 მილიონი ლარი

საწესდებო კაპიტალის 1% და მეტი წილის მფლობელი აქციონერების ჩამონათვალი:

თურქეთის რესპუბლიკის სს ზირაათ ბანკი - 100%

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 3.5 მილიონი ლარი



15) "სილქ როუდ ბანკი" - მთლიანი აქტივები - 71 მილიონი ლარი

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
  • გიორგი რამიშვილი - 61.90% 
  • ალექსი თოფურია - 28.58% 
  • დევიდ ფრანც ბორგერი, გერმანია - 9.52% 
ბანკის ზარალი 2019 წელს 210 ათასი ლარი



აღნიშნული რიცხვები წარმოგდენილია 2019 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები