მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტიორი კომპანიები? - TOP-5

რუსული ღორი

2024 წლის 9 თვეში საქართველომ 22.9 მლნ აშშ დოლარის 14,893 ტონა ცოცხალი ღორი იყიდა. აქედან, 22.6 მლნ აშშ დოლარის 14,869 ტონა რუსეთიდან.

მიმდინარე წლის 9 თვეში იმპორტის ზრდა 21.2%-ია.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებში საქონლის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხდებოდა. ამავე დროს, სხვადასხვა პერიოდში ცოცხალი ღორის იმპორტი მცირე მოცულობა ბელარუსიდან, უკრაინიდან და ბურლგარეთიდანაც ხდებოდა. წელს კი, საქართველომ ცოცხალი ღორები მხოლოდ რუსეთიდან და დანიიდან იყიდა.

bm.ge-მ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტიორი კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა. გთავაზობთ TOP-5 კომპანიისა და მათი მფლობელების ჩამონათვალს.

  1. შპს აგრო ტექნოლოგია - კომპანიის წილის 100%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ამირან შელია ფლობს;
  2. შპს ვაზიანი 2012 - კომპანიის 50% სულხან ნადირაშვილის, ხოლო 50% ვასილი ხარებაშვილის საკუთრებაა;
  3. შპს მით იმპორტერ - კომპანია თორნიკე ბარაბანის საკუთრებაა და თავადაა დირექტორიც;
  4. შპს უნივერსალი - კომპანია ლაშა შინდელიშვილის საკუთრებაა;
  5. შპს ფიგი 23 - კომპანია გივი სირბილაძეს ეკუთვნის.

ცნობისთვის, საქსტატი მონაცემებს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები