მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის ეკუთვნის რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტიორი კომპანიები? - TOP-5

იმპორტი

2026 წლის 2 თვეში საქართველომ 5.5 მლნ აშშ დოლარის 3 590 ტონა ცოცხალი ღორი შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თანხაში 39.6%-ით, რაოდენობრივად კი, 31%-ით მეტია.

როგორც გასულ, ისევე მიმდინარე წელს ერთადერთი იმპორტიორი რუსეთია.

bm.ge დაინტერესდა, რომელ კომპანიებს შემოჰყავთ საქართველოში ცოცხალი ღორები და ვის ეკუთვნის, საქსტატის მიერ bm.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციით 2026 წელს ცოცხალი ღორების TOP-5 კომპანია ასეთია:

  1. შპს აგრო ტექნოლოგია - კომპანიის წილის 100%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ამირან შელია ფლობს;
  2. შპს ახალი ხორცი - 2021 წელს რეგისტრირებული კომპანიის დირექტორი და მფლობელი გურამი გვარამაძეა;
  3. შპს მით იმპორტერ - კომპანია თორნიკე ბარაბანის საკუთრებაა და თავადაა დირექტორიც;
  4. შპს საბა - 2020 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 100% დავით მეზურნიშვილს ეკუთვნის, რომელიც თავადაა დირექტორი ომარ მეზურნიშვილთან ერთად.
  5. შპს უნივერსალი - კომპანიას, რომელიც 2013 წელს დარეგისტრირდა ლაშა შინდელიშვილი ფლობს და თავადაა დირექტორიც.

ცნობისთვის, საქსტატი მონაცემებს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს და არა იმპორტის მოცულობის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები