საქართველოს საბანკო სექტორი 90,641,476,000 ლარის ტოლია, ეს 2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომაზე 4 მილიარდი ლარით მეტია. 2024 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მიერ გაცემული კრედიტების მოცულობაა 60.5 მილიარდი ლარი, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი 59.7 მილიარდ ლარს აჭარბებს.
საფინანსო სექტორი, დღეს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მოგებიანი ნაწილია, 2024 წლის 9 თვეში სექტორის მოგებამ 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა.
გთავაზობთ სტატისტიკას ქართული ბანკების აქტივების ზომისა და მათი მესაკუთრეების შესახებ:
1) თიბისი ბანკი - მთლიანი აქტივები, 35.4 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 23.5 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 22.8 მილიარდი ლარი.
თიბისი ბანკის აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შესაბამისად მის უდიდეს ნაწილს საერთაშორისო ინვესტორები ფლობენ, სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, თიბისის 5%-ზე მეტს მხოლოდ შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- მამუკა ხაზარაძე - 9.55%;
- Dunross & Co. - 6.82%;
- ბადრი ჯაფარიძე - 5.90%.
2024 წლის 9 თვეში "თიბისის" წმინდა მოგება 895 მილიონ ლარს შეადგენდა.
2) საქართველოს ბანკი - მთლიანი აქტივები, 35.2 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 22.8 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 25.1 მილიარდი ლარი.
საქართველოს ბანკის აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შესაბამისად მის უდიდეს ნაწილს საერთაშორისო ინვესტორები ფლობენ, სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს მხოლოდ შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- Georgia Capital JSC - 19.08%.
2024 წლის 9 თვეში "საქართველოს ბანკის" წმინდა მოგება 1.1 მილიარდ ლარს შეადგენდა.
3) ლიბერთი ბანკი - მთლიანი აქტივები, 4.8 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 3.5 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 3.2 მილიარდი ლარი.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- ირაკლი ოთარ რუხაძე - 31.47%
- ბენჯამინ ალბერტ მარსონი - 31.47%
- იგორ ალექსეევი - 31.47%
2024 წლის 9 თვეში "ლიბერთი ბანკის" წმინდა მოგება 84 მილიონ ლარს შეადგენდა.
4) ბაზისბანკი - მთლიანი აქტივები, 3.8 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 2.8 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 2.4 მილიარდი ლარი.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- მიე ენხვა - 41.752%
- მი ზაიქი - 56.266%
2024 წლის 9 თვეში "ბაზისბანკის" წმინდა მოგება 56.6 მილიონ ლარს შეადგენდა.
5) კრედო ბანკი - მთლიანი აქტივები, 2.9 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 2.4 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 1.2 მილიარდი ლარი.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- British International Investment PLC (UK) - 5.98%
- European Investment Bank (Luxembourg) - 5.98%
- International Finance Corporation (USA) - 7.52%
- Kreditanstalt für Wiederaufbau (Germany) - 6.43%
- LFS Advisory GmbH (Germany) - 12.02%
- Dr. Bernd Zattler (Germany) - 7.21%
- Omidyar Tufts Active Citizenship Trust (USA) - 5.67%
- Agence Francaise de developpement - 12.54%
2024 წლის 9 თვეში "კრედო ბანკის" წმინდა მოგება 45.9 მილიონ ლარს შეადგენდა.
6) პროკრედიტ ბანკი - მთლიანი აქტივები, 1.9 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 1.4 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 1.3 მილიარდი ლარი.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- Zeitinger Invest GmbH - 18.30%
- KfW - Kreditanstalt für Wiederaufbau - 13.20%
- DOEN Participaties BV - 12.50%
- EBRD - European Bank for Reconstruction and Development - 8.70%
- TIAA-Teachers Insurance and Annuity Association - 8.60%
2024 წლის 9 თვეში "პროკრედიტ ბანკის" წმინდა მოგება 25.3 მილიონ ლარს შეადგენდა.
7) ტერაბანკი - მთლიანი აქტივები, 1.9 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 1.4 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 1.2 მილიარდი ლარი.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- Sheikh Nahayan Mabarak Al Nahayan (UAE-ს ტოლერანტობის მინისტრი) - 65%
- Sheikh Mansoor Bin Zayed Bin Sultan Al-Nahyan (UAE-ს ვიცე-პრემიერი) - 15%
- Sheikh Mohamed Buti Al Hamed - 15%
- LTD "Investment Trading Group" - 5%
2024 წლის 9 თვეში "ტერაბანკის" წმინდა მოგება 23 მილიონ ლარს შეადგენდა.
8) ქართუ ბანკი - მთლიანი აქტივები, 1.8 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი 1 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 1.2 მილიარდი ლარი.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" - 100%, თავის მხრივ ფონდის 100%-ის მფლობელია უტა ივანიშვილი.
2024 წლის 9 თვეში "ქართუ ბანკის" წმინდა მოგება 28 მილიონ ლარს შეადგენდა.
9) ხალიკ ბანკი - მთლიანი აქტივები, 905 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 726 მილიონი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 260 მილიონი ლარი.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- ტიმურ ყულიბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის სიძე) - 35%,
- დინარა ყულიბაევა (ნურსულთან ნაზარბაევის შვილი) - 35%
- The Bank of New York (ნომინალური მფლობელი) - 28%
2024 წლის 9 თვეში "ხალიკ ბანკის" წმინდა მოგება 14.7 მილიონ ლარს შეადგენდა.
10) პაშა ბანკი - მთლიანი აქტივები, 612 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 352 მილიონი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 431 მილიონი ლარი.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- არიფ პაშაევი (მეჰრიბან ალიევას მამა) - 8.99%
- არზუ ალიევა (ილჰამ ალიევის შვილი) - 35.21%
- ლეილა ალიევა (ილჰამ ალიევის შვილი) - 35.21%
- მირ ჯამალ პაშაევი - 10.59%
2024 წლის 9 თვეში "პაშა ბანკის" წმინდა მოგება 6.2 მილიონ ლარს შეადგენდა.
11) ვითიბი ბანკი (სანქცირებულია 2022 წლის თებერვლიდან და შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს, ბანკის საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის უდიდესი ნაწილი სანქცირებიდან მალევე ბაზისბანკმა და ლიბერთი ბანკმა შეიძინეს) - მთლიანი აქტივები, 458 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 197 მილიონი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 14.5 მილიონი ლარი.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო - 60%.
2024 წლის 9 თვეში "ვითიბი ბანკის" ზარალი 0.4 მილიონ ლარს შეადგენდა.
12) იშ ბანკი - მთლიანი აქტივები, 452 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 270 მილიონი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 207 მილიონი ლარი.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- თურქეთის იშ ბანკის საპენსიო ფონდი - 38.37%
- თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტია - 28.09%
2024 წლის 9 თვეში "იშ ბანკის" წმინდა მოგება 11.7 მილიონ ლარს შეადგენდა.
13) ზირაათ ბანკი - მთლიანი აქტივები, 234 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 154 მილიონი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 135 მილიონი ლარი.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- ბანკის აქციების 100%-იანი წილის მფლობელია "თურქეთის რესპუბლიკის ზირაათ ბანკი“, ბანკის საბოლოო ბენეფიციარია თურქეთის ქონების მართვის ფონდი.
2024 წლის 9 თვეში "ზირაათ ბანკის" წმინდა მოგება 4.5 მილიონ ლარს შეადგენდა.
14) სილქ ბანკი - მთლიანი აქტივები, 215 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 106 მილიონი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 152 მილიონი ლარი.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- გიორგი რამიშვილი - 36.01%
- ერკინ ტატიშევი, ყაზახეთი - 36.01%
- ალექსი თოფურია - 16.63%
- დევიდ ფრანც ბორგერი, გერმანია - 5.54%
- ალექსანდრე ხეთაგური - 5.54%
2024 წლის 9 თვეში "სილქ ბანკის" ზარალი 8.4 მილიონ ლარს შეადგენდა.
15) პეისერა ბანკი - მთლიანი აქტივები, 16.2 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 0 ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 3.5 მილიონი ლარი.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- მინდია საბანაძე - 10.14%
- ზაზა ბუაძე - 8.78%
- დიმიტრი ქუმსიშვილი - 27.03%
- ირაკლი ვეკუა - 27.03%
- ივანე თევდორაშვილი - 27.03%
2024 წლის 9 თვეში "პეისერა ბანკის" ზარალი 967 ათას ლარს შეადგენდა.
16) ჰეშ ბანკი - მთლიანი აქტივები, 12.4 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 0 ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 1,000 ლარი.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- ვოლოდიმირ ნოსოვი - 50.00%
- სულხან პაპაშვილი - 30.50%
- ლაშა პაპაშვილი - 19.50%
2024 წლის 9 თვეში "ჰეშ ბანკის" ზარალი 3 მილიონ ლარს შეადგენდა.
17) პეივ ბანკი - მთლიანი აქტივები, 8.5 მილიონი ლარი, საკრედიტო პორტფელი 0 ლარი, სადეპოზიტო პორტფელი 0 ლარი.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- ომარ-სალიმ დანანი - 65%
- დმიტრი ბოჩაროვ - 15%
- საიმონ ჯეიმს ვანს-კოლინა - 20%
2024 წლის 9 თვეში "პეივ ბანკის" ზარალი 374 ათას ლარს შეადგენდა.