მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში რძის იმპორტი ზრდას აჩვენებს. უფრო კონკრეტულად გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რაოდენობრივად ზრდა 93%-ს, თანხაში კი 35%-ს შეადგენს. 2023 წელს კი გაზრდილი იყო რძის და რძის პროდუქტების მოხმარება და ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 204 კილოგრამს შეადგენდა. ბიემჯიმ საქსტატიდან იმ კომპანიების სია გამოითხოვა რომლებიც რძეს საერთაშორისო ბაზრებზე ყიდულობენ.