ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამა ყაზბეგის განვითარებისთვის
BM.GE
12.07.19 11:42
• 796
სოფლად სიღარიბის შემცირება, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა, ფერმერული მეურნეობების განვითარება და სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა წარმოადგენს ევროკავშორის პროგრამის, ENPARD-ის მიზანს, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. სოფლის განვითარების ევროპული მოდელი, საქართველოს 12 საპილოტე მუნიციპალიტეტში ინერგება. რვა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფები შეიქმნა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაც უკვე შემუშავდა.