ეს იყო პირობითად გლობალური ომის პარტია - ასე განმარტა შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატის, მარიამ ლაშხის ინტერვიუ, სადაც ლაშხი ამბობს, რომ გლობალური ომის პარტია მასონების მსგავსი ძალაა.
შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ იგულისხმება ყველა, ვინც საქართველოს ომში ჩართვის და არეულობის, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნისკენ მოუწოდებდა.
„ჩვენი სოციალური ქსელის „ტროიკა“ მოსამართლეების საკითხს კარგად ვიცნობთ. რამდენიმე საათი ზიზღის კამპანიის მოქოქვა როგორ იციან, ვიცით. ეს სიმბიოზია „ენჯეო“-„ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც უცხოეთიდან არის დაფინანსებული და ფაშისტური განწყობების სიმბიოზად იქცა, რომელიც სოციალურ ქსელში თუ ისე, ცდილობს, ფაშისტური მეთოდებით ადამიანების წალეკვას, ჩარეცხვას - „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ უყვარდა, გარიყვას. ეს მოწოდებები გვესმის რა ხანია. ჩვეულებრივი ფაშისტური კამპანიაა, რაც უცხოეთიდან ფინანსდება. ჩართულები არიან „ენჯეოები“ და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ევროპის სახელით ფაშისტურ კამპანიებს აწარმოებენ. ამ დონემდე მივიდა ევროპის წარმოჩენა გარკვეული ჯგუფების მხრიდან. „ვულოცავ“ „ენჯეოების“ დამფინანსებლებს, რომ ისინი ფაშისტური კამპანიის პირდაპირი თუ ირიბი თანამონაწილეები ხდებიან, ეს ძირს უთხრის თავად ევროკავშირის პრესტიჟს საქართველოში.
მე მგონი, თუ არ ავყვებით ფაშისტურ კამპანიას და შევხედავთ საღი აზრით, რაზე იყო იქ საუბარი, ეს იყო საუბარი პირობითი შედარება. იცით, რომ კითხვა შეეხებოდა გლობალური ომის პარტიას, ვინ არის და რა არის და ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჟურნალისტი ეკითხებოდა, ვინ არის და რა არის გააკეთა პირობითი შედარება რა აღქმებიც არსებობს საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფების მიმართ, აქედან გამომდინარე. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა არ უგულისხმია მე როგორც გავიგე ეს ინტერვიუ, რომ არ უგულისხმია რაც იყო იმ ჯგუფთან აღარ მახსოვს [ლაშხმა თქვა მასონები] მითითება. ეს იყო პირობითად გლობალური ომის პარტია. ამაზე ჩვენ ხომ ვსაუბრობთ? ამაში შეგიძლიათ ჩათვალოთ და მოიაზროთ ყველა ის პოლიტიკოსების ჯგუფი, ყველა კავშირი პოლიტიკოსებისა, თუ არაპოლიტიკოსებისა, რომლებიც საქართველოს უბიძგებდნენ რომ აქ ყოფილიყო არეულობა", - განმარტა პაპუაშვილმა.