მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Visa 10 მილიარდ ტოკენს გასცემს, რაც ელექტრონული კომერციის შემოსავალს, გლობალურად, 40 მილიარდი დოლარით ზრდის

Visa 10 მილიარდ ტოკენს გასცემს, რაც ელექტრონული კომერციის შემოსავალს, გლობალურად, 40 მილიარდი დოლარით ზრდის
06.06.24 14:55
363
სტატიაში საუბარია:

Visa ტოკენებმა, გლობალურად, 40 მილიარდ დოლარზე მეტი დამატებითი შემოსავალი მოუტანა ბიზნესებს ელექტრონული კომერციის მეშვეობით და გასული წლის განმავლობაში, 650 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თაღლითობის პრევენცია შეძლო. გარდა ამისა, Visa-მ განაცხადა, რომ 2014 წელს, ტოკენიზაციის ტექნოლოგიის გავრცელებიდან დღემდე, 10 მილიარდზე მეტი ტოკენი გამოუშვა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, Visa-მ კიდევ უფრო გააძლიერა უსაფრთხოება გადახდის ეკოსისტემაში ტოკენიზაციით - ტექნოლოგია, რომელიც ცვლის კონფიდენციალურ პერსონალურ მონაცემებს კრიპტოგრაფიული გასაღებით, რომელიც ფარავს გადახდის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ტოკენიზაცია შეიძლება ჩაშენდეს ნებისმიერ მოწყობილობაში, რაც ციფრულ გადახდებს უფრო უსაფრთხოს, ხოლო თაღლითობის მცდელობას უსარგებლოს ხდის.

ამჟამად, Visa-ს მიერ დამუშავებული ყველა ტრანზაქციის 29% ტოკენიზებულია, რაც მის ფართო გამოყენებაზე მეტყველებს და მომხმარებლების ნდობას ასახავს ამ უსაფრთხო გადახდის მეთოდისადმი.

ტოკენიზაციის ტექნოლოგიამ ასევე გადახდის დადასტურების მაჩვენებლების ექვს პუნქტიან ზრდას შეუწყო ხელი, მსოფლიოს მასშტაბით. ტოკენიზაციას შეუძლია თაღლითობის მაჩვენებელი 60%-მდე შეამციროს, ბიზნესი უფრო წარმატებული ტრანზაქციებით უზრუნველყოს და სხვადასხვა მასშტაბის მომხმარებლებსა და მერჩანტებს სიმშვიდის განცდა მიანიჭოს.

„დღევანდელი მიღწევა გადახდების მთლიან ეკოსისტემაზე ტოკენიზაციის გავლენას უსვამს ხაზს, 10 წლის წინ მისი შემოღებიდან დღემდე”, აღნიშნა ჯეკ ფორესტელმა, Visa-ს პროდუქტების მთავარმა დირექტორმა. „ტოკენებმა შეცვალა თამაში – გააძლიერა ონლაინ გადახდის უსაფრთხოება და შექმნა საფუძველი ინოვაციისთვის – დაწყებული ტელეფონის შეხებით გადახდებითა და დამთავრებული ისეთი მომავლის უზრუნველყოფით, სადაც ჩვენს მონაცემებზე მეტი კონტროლი გვექნება, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.

Visa-მ, რომელმაც, ამსტერდამში, Money20/20-ის სცენაზე, ეს მიღწევა დააანონსა, 2020 წელს, მემილიარდე ტოკენი გამოუშვა. პანდემიის ფონზე, ციფრულ ტექნოლოგიებზე მოთხოვნის ზრდამ, მნიშვნელოვნად დააჩქარა ტოკენების ინტეგრაცია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. დღესდღეობით, 8000-ზე მეტი ემიტენტისთვის არის ხელმისაწვდომი ტოკენიზაცია და მსოფლიოს 200-ზე მეტ ბაზარს აქვს მასზე წვდომა. ბოლო 12 თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, 1,5 მილიონზე მეტი მერჩანტი ახორციელებდა ტრანზაქციას Visa ტოკენებით ელექტრონული კომერციის გზით.

ტოკენების მომავალი: სამომხმარებლო გამოცდილების ტრანსფორმაცია

Visa-ს ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მსოფლიოში მომხმარებელთა ერთ მესამედზე ნაკლები გრძნობს, საკუთარ მონაცემებზე კონტროლს, ხოლო მხოლოდ ერთ მესამედზე მცირედით მეტ ადამიანს ესმის, თუ როგორ გამოიყენება მათი მონაცემები. მიუხედავად ამისა, ტოკენიზაცია იძლევა ახალი ეპოქის დაწყების შესაძლებლობას, რომელიც ხასიათდება, როგორც პერსონალიზებული გამოცდილებით, ასევე გაძლიერებული უსაფრთხოებით, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გააკონტროლონ თავიანთი მონაცემები უფრო პერსონალიზებული გამოცდილებისთვის.

უახლოეს მომავალში, Visa-ს მონაცემთა ტოკენებს ექნებათ შესაძლებლობა ვაჭრებსა და კომერციულ პლატფორმებს საშუალება მისცეს, გამოიყენონ თქვენი მონაცემები გამჭვირვალე გზით, რაც მოგანიჭებთ ავტონომიას. ეს გულისხმობს იმას, რომ თქვენვე განსაზღვრავთ თქვენი მონაცემების გამოყენების პირობებს და ამასთანავე, იმას თუ ვის ექნება მასზე წვდომა (და როდის შეწყდება წვდომა.) ხელოვნური ინტელექტის წყალობით, Visa მონაცემთა ტოკენები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს გააკონტროლონ მონაცემთა გაზიარების ნებართვა, უშუალოდ საბანკო აპლიკაციის მეშვეობით.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში, Visa-მ თავისი ტოკენების ინფრასტრუქტურის გაფართოებაში ჩადო ინვესტიცია, რათა ციფრული კომერცია უფრო უსაფრთხო და მოსახერხებელი გაეხადა მომხმარებლებისა და მერჩანტებისთვის ევროპასა და თითქმის, ყველა სხვა ბაზარზე გლობალურად“, აღნიშნა მეჰრეტ ჰაბტეაბმა, Visa-ს პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ევროპაში. „როდესაც ხელოვნური ინტელექტი იწყებს უფრო პერსონალიზებული გამოცდილების შექმნას ონლაინ, ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ტოკენების გამოცდილებას, რათა ადამიანებს მეტი კონტროლი მივცეთ გადახდების მონაცემებზე“.

Visa- შესახებ

Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები