მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Visa-მ და Mastercard-მა ახალი სტეიბლკოინი გამოუშვეს

Visa და Mastercard
სტატიაში საუბარია:

საკრედიტო ბარათების გიგანტების, Visa-სა და Mastercard-ის ხელმძღვანელობით ახლახან შექმნილმა კონსორციუმმა, Open Standard-მა, რომელშიც 140-ზე მეტი ბიზნესი, მათ შორის, Coinbase-ია გაერთიანებული, ახალი გლობალური სტეიბლკოინი გამოუშვა. ციფრული აქტივი აშშ დოლარზეა მიბმული და მას Open USD ეწოდება.

როგორც Open Standard-ში აცხადებენ, ეს პროექტი მიზნად ციფრული ტოკენების ათვისების მასშტაბების გაუმჯობესებას და მათი პოპულარობის გაზრდას ისახავს. კონსორციუმში ამბობენ, რომ ახალი სტეიბლკოინი მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებსაც ბიზნესები ტექნოლოგიის დანერგვისას აწყდებიან. როგორც ირკვევა, გაერთიანებაში გაწევრიანებული ბიზნესები Open USD-ის გამოშვებასა და განაღდებას ყოველგვარი დამატებითი ხარჯისა და მოცულობის შეზღუდვის გარეშე შეძლებენ.

"ბაზარს მასშტაბური გამოყენებისთვის ღია, დაბალბიუჯეტიანი და ფართოდ ხელმისაწვდომი ალტერნატივა სჭირდება და ამ საშუალებას სწორედ Open USD შექმნის" - აღნიშნავენ კონსორციუმში.

ახალი ტოკენი სრულად აკმაყოფილებს გასულ წელს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დამტკიცებულ GENIUS-ის აქტს, ანუ იმ რეგულაციათა გაერთიანებას, რომელიც სწორედ ციფრულ აქტივებს ეხება.

დღევანდელი მდგომარეობით, სტეიბლკოინების ბაზრის მოცულობა $313 მილიარდს შეადგენს, ანალიტიკოსები კი მოელიან, რომ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი $2 ტრილიონამდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ სტეიბლკოინები ძირითადად კრიპტოვალუტით ვაჭრობის გასამარტივებლად გამოიყენება. ამ ეტაპზე ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი აქტივები Circle-ის USDC და კერძო კომპანია Tether-ის USDT არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები