მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Visa-მ საქართველოში 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა“ - VISA-ს 25 წელი საქართველოსა და რეგიონში

VISA
სტატიაში საუბარია:

Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში დიანა კიღურაძე BMG-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ საერთაშორისო კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლიდან 25 წელს აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს Visa-ს გლობალური მიზნების შესრულებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

„ჩვენი პატარა ქვეყანა, Visa-ს გლობალურ რუკაზე განსაკუთრებულია და ეს წარმატებაა. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ უკონტაქტო გადახდების არამარტო პენეტრაცია, არამედ ქვეყანაში ზოგადად მზაობაა იმის, რომ დანერგოს და გააცნოს მომხმარებელს ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ჩვენ აქ ჩამოგვაქვს. ამიტომ ცალსახად საქართველო Visa-სთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

სამი წლის წინ VISA-მ გლობალურად 50 მლნ მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პასუხისმგებლობა აიღო, დღეს ეს რიცხვი 67 მლნ SME-ს მოიცავს. საქართველოს ამაში ძალიან დიდი როლი აქვს. რადგან ჩვენ აქ ძალიან ბევრ პროგრამას ვახორციელებთ, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებას ეხება და შესაბამისად მეამაყება, რომ ამ გლობალურ მიზანში, ჩვენ ჩვენი სიტყვა ვთქვით.

საქართველოში VISA-მ 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა, რაც ცოტა არარეალური რიცხვია. თუ სომხეთსაც დავამატებთ, ალბათ, ერთი ამდენი იქნება. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ასეთი ძლიერი, გლობალური უნაღდო გადახდების კომპანიის ხელმძღვანელი ვარ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა“, - აცხადებს დიანა კიღურაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები