ივლისის ბოლოსთვის საქართველოში მიმოქცევაში 9 271 793 ერთეული საგადახდო ბარათი იყო. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, აქედან 561 184 საკრედიტო ბარათი იყო, ხოლო დანარჩენი 8 710 609 – სადებეტო.
საკრედიტო ბარათებში ყველაზე მეტი რაოდენობა - 119 644 ერთეული VISA-ზე მოდის, 105 863 - EC/MC-ზე, ხოლო 335 677 სხვა ტიპის ბარათებზე.
რაც შეეხება სადებეტო ბარათებს, ამ მიმართულებით ნახევარი - 4 389 652 ერთეული EC/MC–ზე მოდის, 2 619 999 ერთეული VISA-ზე, ხოლო სხვა ბარათებზე - 1 700 958.
აღსანიშნავია, რომ ივნისთან შედარებით, ივლისში მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა 1 166-ით იყო შემცირებული, ხოლო სადებეტო ბარათების რაოდენობა 147 922-ით გაზრდილი.