მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვისაც ვარჯიში უყვარს, ჰაერზე სჯობს” - პაატა იმნაძე ფიტნეს-ცენტრებზე

5ee1391c13c33
თამთა ჯიჯავაძე
10.06.20 23:45
5790
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „იმედის“ ეთერში ფიტნეს-ცენტრების, აუზების და საბავშვო ცენტრების გახსნის პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში ეპიდვითარება.

„შევხედოთ როგორ განვითარდება სიტუაცია, როგორ მოიმატებს ავადობა ქვეყანაში, კონტროლირებადი იქნება თუ არა ეს ავადობა... აუზების გახსნა ალბათ ერთ-ერთი შემდგომი იქნება, იქ პრინციპში რისკი არის გასახდელებში და გარუჯვის ადგილებში და ნაკლებად წყალში, რომელიც იქლორება და დეზინფიცირდება.

ფიტნეს-ცენტრები ცოტა უფრო მაღალი რისკია, ამიტომ ვისაც ვარჯიში უყვარს, ჰაერზე, ღია სივრცეში ჯობია ჯერჯერობით. ჯერ კონკრეტულ რიცხვებს ვერ გეტყვით, რა როდის გაიხსნება. ნეტა ისე წავიდეს ავადობა, რომ რაც გავხსენით, ისიც არ გახდეს დასახური“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 827 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 690, ხოლო გარდაიცვალა 13 პაციენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები