მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია" - კობახიძე რეესტრში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს მადლობას უხდის

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირდნენ. საკითხზე მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ დროისთვის რეესტრში 450-ზე ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

„საზოგადოების წინაშე გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მინდა მადლობა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია. ლოგიკურია, რომ გამჭვირვალობას არ ერიდებიან ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური ინტერესების შერყევას ცდილობენ, არც ლგბტქ-პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ცდილობენ დაბრკოლებების შექმნას“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, რეგისტრაციის პროცესი აქტიური შანტაჟისა და მუქარის ფონზე წარიმართა.

„არასამთავრობოებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც თავად NGO-ები, ისე ცალკეული საერთაშორისო ორგანიზაციები. რიგ ორგანიზაციებს დაემუქრნენ დაფინანსების შეჩერებით, თუკი ისინი რეესტრში დარეგისტრირდებოდნენ“, - თქვა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები