მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისგან ისესხებს 2025 წელს საქართველოს მთავრობა ₾2 მილიარდს? - ბიუჯეტის პროექტი

ევრო დოლარი

2025 წელს საქართველოს მთავრობა საგარეო ვალების აღებას ზრდის - ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომდევნო წელს 1.98 მილიარდი ლარის ახალი საგარეო კრედიტების აღება არის დაგეგმილი, რაც 2024 წელთან შედარებით 147 მილიონი ლარით მეტია.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა მიიღებს კრედიტებს ADB-ისგან, მსოფლიო ბანკისგან, EIB-ისგან, EBRD-ისგან, გერმანული KFW-სგან, ფრანგული AFD-სგან, AIIB-ისგან და სხვა საერთაშორისო საფინანსო დონორული ორგანიზაციებისგან. აღნიშნულ კრედიტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვს, შესაბამისად მათი შეთანხმება და დადასტურება მოხდა იქამდე, სანამ ევროკავშირი და აშშ საქართველოსთან ურთიერთობათა გადახედვის შესახებ გააკეთებდნენ განცხადებებს.

2024 წელს საერთაშორისო კრედიტებით დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალი:

დასახელება 2025 წლის პროექტი (ლარი)
ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზა (EBRD, ADB) 185,000,000
თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22-კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) 100,000,000
კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი (WB) 100,000,000
ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB) 80,500,000
იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) 69,550,000
საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი (WB) 61,000,000
ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია (EIB) 60,000,000
ქუთაისის წყალარინების პროექტი (EIB, EPTATF) 52,500,000
Log-In Georgia (WB, EIB) 50,000,000
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (WB, EIB) 40,000,000
საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB) 38,000,000
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) (WB, EIB) 35,000,000
საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა (ADB) 31,300,000
თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროგრამა (მოძრავი შემადგენლობის განახლება) (AIIB) 30,000,000
მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) 29,475,000
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შორაპანი არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (ADB) 28,000,000
საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი (WB) 27,950,000
ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (AFD, EU) 25,000,000
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი (WB) 25,000,000
მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) 24,000,000
გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW, EU-NIF) 21,000,000
500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბო (WB) 20,600,000
ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (KfW) 17,000,000
ქ. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (ADB, AIIB) 17,000,000
ხელედულა-ლაჯანური-ონი (KfW) 17,000,000
ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანური (EBRD, EU-NIF, KfW) 16,500,000
დარგობრივი სესხი განათლების სექტორისთვის (ADB) 16,000,000
პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) 15,750,000
ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) 15,500,000
დარგობრივი სესხი წყლის სექტორისთვის (AFD, ADB) 15,000,000
ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EIB, EU, EBRD) 15,000,000
საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (ADB, AFD, EIB) 15,000,000
500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (KfW, EU-NIF) 14,600,000
აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (KfW, EU) 13,000,000
თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) 13,000,000
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) 9,500,000
თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი (EBRD) 8,500,000
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) 8,250,000

გარდა ამისა, საქართველო შემდეგ საგარეო კრედიტებსაც აიღებს:

  • მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები - 132,000,000 ლარის ოდენობით;
  • საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები - 30,000,000 ლარის ლარის ოდენობით;
  • ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 69,000,000 ლარის ოდენობით;
  • თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2-ის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 69,000,000 ლარის ოდენობით;
  • საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები - 150,000,000 ლარის ლარის ოდენობით;
  • გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები - 150,000,000 ლარის ოდენობით;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები