მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ვისი პასუხისმგებლობაა ლარის კურსი?“ - როგორ პასუხობს კოვზანაძის კითხვას გვენეტაძე?

60b790b85bc16
თელარა გელანტია
02.06.21 18:02
700
„ვისი პასუხისმგებლობაა ლარის კურსი - მთავრობის თუ ეროვნული ბანკის?... არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ჩემთვის პასუხი ნათელია - ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა“, - ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დღეს კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც წლიური ანგარიშით დეპუტატების წინაშე სებ-ის პრეზიდენტი წარსდგა.

მოგვიანებით კი, ირაკლი კოვზანაძის აღნიშნული განცხადება თავად კობა გვენეტაძემ ახსნა.

„რასაც ბატონი ირაკლი კოვზანაძე გულისხმობდა და რაც მე ადრეც მითქვამს არის ის, რომ მაშინ როდესაც გაცვლითი კურსის გაუფასურება იწყებს მოქმედებას ინფლაციაზე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ კურსს უნდა მივაქციოთ ყურადღება. მე მითქვამს კიდევ, რომ შესაძლებელია იყოს პერიოდი, როდესაც გაცვლითი კურსის გაუფასურება არ ეტყობა ინფლაციას. მაგალითად, 2014-2015 წლებში გაუფასურდა ლარის კურსი, მაგრამ ინფლაცია, დაახლოებით, 2.8% იყო ანუ მნიშვნელობა აქვს არა ერთი ვალუტის მიმართ გაუფასურებას, არამედ ნომინალურ ეფექტურს ანუ სხვა შეწონილ გაცლით კურსს. ამიტომ ბუნებრივია, ეს არის იგივე შეკითხვა რაც მე თავად ვთქვი, რომ მაშინ როდესაც გაცვლითი კურსიდან იწყება გადაცემა ინფლაციაზე, ამ შემთხვევაში დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მას, რასაც ვაკეთებთ კიდეც - მოგეხსენებათ, სავალუტო ინტერვენციები განვახორციელეთ და წელსაც ვაგრძელებთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რატომ მყარდება ლარი? - კობა გვენეტაძის პირველი კომენტარი
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები