მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისი საჩივრის გამო შეაჩერა სასამართლომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნა?

კახა წიქარიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება მანუჩარ კაკოჩაშვილის საჩივრის გამო შეაჩერა.

სასამართლო განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მ.კ-ს სარჩელი, მოპასუხე – საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.

მ.კ მანუჩარ კაკოჩაშვილია, რომელიც წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ: მანუჩარ კაკოჩაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, თამარ ალფაიძე, დიმიტრი გაბუნია და კახა წიქარიშვილი.

აღსანიშნავია, რომ კაკოჩაშვილს მაშინაც სურდა საბჭოს წევრობა, როდესაც კონკურსი პარლამენტს ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ის მაშინაც არ შეარჩიეს.

საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები