მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვისკონსინის უზენაესი სასამართლოს არჩევნებში დემოკრატების მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ვისკონსინი

ვისკონსინის უზენაესი სასამართლოს არჩევნებში დემოკრატების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სუზან კროუფორდმა გაიმარჯვა. როგორც Reuters წერს, ეს არჩევნები ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ ერთ-ერთ პირველ რეფერენდუმად ითვლებოდა, რაც კამპანიის ხარჯებზეც აისახა.

სააგენტოს ინფორმაციით, სასამართლოს არჩევნების ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული გამოდგა და ჯამში კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა 90 მლნ დოლარზე მეტი დახარჯეს.

კროუფორდის გამარჯვება ნიშნავს, რომ მინიმუმ სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება ლიბერალ მოსამართლეთა უმრავლესობა შტატის უზენაეს სასამართლოში. მან საკუთარ სიტყვაში თქვა, რომ ვისკონსინმა ხმამაღლა თქვა, რომ სასამართლო არ იყიდება. კროუფორდმა კონსერვატორ მოსამართლე ბრედ შიმელი 8%-იანი სხვაობით დაამარცხა. შიმელს მილიარდერი ილონ მასკი უჭერდა მხარს და მისი კამპანიის ერთ-ერთი დონორიც იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები