მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვისოლ ჯგუფი" პიცერიების ქსელს ქმნის

BM.GE
28.01.19 23:27
1034
„ვისოლ ჯგუფი” პიცერიების ქსელს ქმნის. კერძოდ ჯგუფმა თავის მომხმარებელს 5 სხვადასხვა სახის პიცა შესთავაზა. საწყის ეტაპზე კომპანიამ პიცის კუთხეები “ვენდის” ქსელში განათავსა. თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, იგეგმება პიცის რესტორნების ცალკე ქსელად განვითარებაც. პროდუქტის შესაქმნელად კომპანია დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა. მისი სატესტო რეჟიმში მომხმარებლისთვის შეთავაზება კი პირველად ქუთაისში მოხდა. მათი თქმით, წამოწყებამ გაამართლა და ახლა უკვე თბილისის ვენდის რესტორნებშია შესაძლებელი ახალი პროდუქტის დაგემოვნება, რომელიც იტალიელ კონსულტანტებთან შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები