მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვისოლ ჯგუფი“ „საბვეისთან“ ექსკლუზიური, მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში 80 ამერიკულ რესტორანს გახსნის

საბვეი
BM. GE
08.11.23 14:17
172

„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ - სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან - მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულების შესაბამისად, “ვისოლ ჯგუფი” მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში 80 “საბვეის” რესტორანს გახსნის. ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალს ამერიკული სარესტორნო ქსელის, „საბვეის“ დელეგაცია დაესწრო.

„„ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობა პატივია და მას დიდი ენთუზიაზმით ვიწყებთ. ჩვენი მიზანი „საბვეის“ ქსელის საერთაშორისო მასშტაბით განვითარებაა, „ვისოლ ჯგუფი“ კი გამორჩეული და წამყვანი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელიც რეგიონში მსხვილი გლობალური ბრენდების წარმატებულ საქმიანობას უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს და ქართველი მომხმარებლის მოთხოვნებსა და გემოვნებას ყველაზე კარგად იცნობს. შესაბამისად, „საბვეის“ ბრენდის „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად განვითარება საქართველოში წარმატების ახალ ისტორიას შექმნის“, აცხადებს კაგან სანლი, „საბვეის“ MAMCIP რეგიონის მმართველი დირექტორი.

„ვისოლ ჯგუფი“ დღესდღეობით „ვენდისა“ და „დანკინის“ 100-ზე მეტ ამერიკულ რესტორანს მართავს მთელი საქართველოს მასშტაბით. „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების საფუძველზე გახსნილი 80 ახალი ამერიკული რესტორნით „ვისოლ ჯგუფი“ რამდენიმე წელიწადში უკვე 200-ზე მეტი რესტორნის ოპერირებას განახორციელებს და ინდუსტრიის უპირობო ლიდერი გახდება, რაც ჯამურად 3000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის.

“„საბვეისთან “- სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან - მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულების გაფორმება „ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ისტორიაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპია. სოლიდური ინვესტიცია კი, რომელსაც „საბვეის“ ქსელის განვითარებისთვის გავიღებთ, კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე. „საბვეისთვის“ „ვისოლ ჯგუფთან“ თანამშრომლობის მყარი საფუძველი განვითარებისა და ზრდისკენ ჩვენმა მუდმივმა სწრაფვამ, ტექნოლოგიურმა და თუ სხვა ტიპის ინოვაციებმა, მაღალი ხარისხობრივი სტანდარტების დანერგვამ და დაცვამ და მომხმარებლებზე მუდმივმა ზრუნვამ შექმნა. ჩვენ “საბვეისთან” ერთად საერთო ღირებულებები გვაქვს ხარისხის, ჯანსაღი და ახალმომზადებული პროდუქტის შეთავაზების კუთხით. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფთან“ თანამშრომლობით „საბვეის“ მსოფლიოში ცნობილი სენდვიჩები და სხვა პროდუქტები მთელს საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი მიმზიდველი ერგონომიკის მქონე რესტორნებში, სადაც ასობით ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით“, აცხადებს “ვენდის”, “დანკინისა” და “საბვეის” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვილდაძე.

“საბვეი“ 100-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილი 37000-ზე მეტი რესტორნით სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა მსოფლიოში. “საბვეის“ განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება და დღეს „საბვეის“ ამერიკული რესტორნები წელიწადში მილიარდ ადამიანს მასპინძლობენ, ყოველდღიურად 5 000 000 უგემრიელესი სენდვიჩით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები