მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვისოლ ჯგუფმა" სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა

BM.GE
04.12.19 00:25
855
დღეს "ვისოლ ჯგუფმა" სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა და ახალგაზრდებს დასაქმების რეალური შანსის გარდა, შვილობილ კომპანიებში: "ვისოლში", " სმარტში", "ვენდისში", "დანკინში" და "ვიანორში" სტაჟირების გავლის, ასევე ცნობილი ტრენერის პაატა პაპავასა და კომპანიის დამფუძნებლებისგან მასტერკლასის მოსმენის საშუალება მისცა. 5000-მდე თანამშრომლით "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. კომპანია ყველა თანამშრომელს თანაბრად აძლევს განვითარებისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები