მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვისოლ ჯგუფში" შემავალი კომპანია $17.8 მილიონის ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს

სმარტი

„მპ დეველოპმენტი“ Galt & Taggart და TBC Capital-ის მხარდაჭერით, 17.8 მილიონ დოლარამდე 2-წლიანი, არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი საჯარო ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონი 8%-8.75%-ია და ობლიგაციების შეძენის მინიმალური მოცულობა 1000 დოლარია.

ობლიგაციების გამოშვება „აწარმოე საქართველოს“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იგეგმება.

2012 წელს დაფძნებული "ემპი დეველოპმენტი" "ვისოლ ჯგუფის" წევრი კომპანიაა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ჯამში 13 სავაჭრო ცენტრს ფლობს.

2025 წელი ისე დაიწყო რომ ჯერჯერობით ქვეყანაში ობლიგაციების ემისია არ ყოფილა. ქართული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა თებერვლის მდგომარეობით 2 მილიარდ ლარს აჭარბებდა, აქედან დაახლოებით 1.3 მილიარდი ლარი დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებზე მოდიოდა, ხოლო 650 მილიონი ლარი ლარის ემისიებზე. ევროს ობლიგაციების ზომა კი 128 მლნ ლარი იყო.

შარშან 570 მლნ ლარის მოცულობის საჯარო კორპორაციული ემისია განხორციელდა. ამ მოცულობის ემისია ჯამში 11-მა ქართულმა კომპანიამ განახორციელა. ამას გარდა, 2024 წელს ბაზარს ექვსი ახალი ემიტენტი დაემატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები