მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვისოლ პეტროლიუმი", "სილქ როუდი", "აბიფარმი"... – IV კვარტალის TOP-10 ინვესტორი კომპანია

ვისოლი

2024 წლის IV კვარტალში საქართველოში ჯამში 367.5 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. წინასწარი მონაცემებით, FDI წლის ჭრილში 24.4%-ით გაიზარდა.

ამ პერიოდისთვის მთავარ ინვესტორ ქვეყნად გაერთიანებული სამეფო გვევლინება, დარგი კი სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებია. სწორედ ამ სექტორზე მოდის IV კვარტალში ჩადებული FDI-ის 85.6%.

მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 65.8 მლნ დოლარით (17.9%), ხოლო მესამეზე - დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი 23.1 მლნ დოლარით (6.3%).

BM.GE-იმ საქსტატიდან TOP-10 ინვესტორი კომპანიის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია, სადაც ყველაზე IV კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. მათ ჩამონათვალში ვხვდებით დეველოპერულ, ფარმა, ენერგო, ნავთობ და ლოგისტიკურ კომპანიებს.

უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალი კი ასეთია:

  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია;
  • შპს შავი ზღვის ტერმინალი;
  • შპს თბილისი ენერჯი;
  • შპს აბიფარმი;
  • შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ;
  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია;
  • სს ბიჯეო ჯგუფი;
  • შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია);
  • შპს გლობალ ბიერ ჯორჯია;
  • შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები