მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვისოლმა“ განახლებული ბრენდის კონცეპციით თბილისში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლმა“ განახლებული  ბრენდის კონცეპციით თბილისში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
21.11.23 12:49
728

„ვისოლმა“ განახლებული ბრენდის კონცეპციით თბილისში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა ვაჟა-ფშაველას გამზირის #27გ-ში და ამიერიდან საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილებას მომხმარებლებს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ახალი დიზაინკონცეფციით და სათქმელით - „კეთილი მგზავრობა“ - შეუქმნის.

„“ვისოლი” დაარსების დღიდან ისწრაფვის ქვეყანაში შექმნას საუკეთესო ინფრასტრუქტურა გადაადგილებისთვის, იყოს საქართველოში წარმატებული ბიზნესსაქმიანობის მაგალითი და განხორციელებული ინვესტიციებითა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნით პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. „ვისოლი“ მომხმარებლების „კეთილი მგზავრობისთვის“ დღეს უკვე ყველა პირობას ქმნის “სმარტთან“, „ვენდისთან“, „დანკინთან“ და მალე უკვე „საბვეისთან“ ერთად მგზავრობისას საჭირო ყველა პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზებით. ახალი კონცეფციისა და ვიზუალის ავტოგასამართი სადგურებით კი კიდევ უფრო სასიამოვნოს გავხდით ჩვენთან ურთიერთობას. წლის ბოლომდე თბილისში კიდევ ერთი ავტოგასამართი სადგურის განახლებას შევძლებთ და ეტაპობრივად სრული ქსელის ვიზუალური რებრენდინგით „ვისოლი“ ახალ დანაპირებს სრულფასოვნად შეასრულებს.”-აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლმა“ საქართველოს ნავთობბაზარზე 23 წლიანი წარმატებული ბიზნესსაქმიანობის შემდგომ ბრენდის სტრატეგიული განახლება მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო და გზამკვლევი ვარსკვლავი მთავარ სიმბოლოდ აქცია. „ვისოლისა“ და „სმარტის“ ბრენდების განახლებაზე სტრატეგიულმა ბრენდინგ სააგენტომ - „მილენიალ ჰაბმა“ იმუშავა, რომელიც სპეციალიზდება ბრენდინგის, რებრენდინგის და მსხვილი საკომუნიკაციო პროექტების სტრატეგიაზე. გიორგი ტაბატაძე და ვასკა ჩუბინიძე წარმოადგენდნენ გუნდს, რომელმაც 2016 წლიდან საქართველოში უკვე 20-ზე მეტი ბრენდის სტრატეგიულ განვითარებაზე იზრუნა. „ვისოლისა“ და „სმარტის“ ვიზუალური განახლება More Studio-სთან ერთად გაკეთდა. ავტოგასამართი სადგურის ვიზუალზე კი არქიტექტურულმა სამსახურმა - MUA -მ იზრუნა.

ბრენდის სტრატეგიული განახლების ფარგლებში „ვისოლმა“ ახალი ლოიალობის სისტემაც შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით მომენტალურად მიიღოს 15 თეთრი ფასდაკლება თითოეულ ლიტრ საწვავზე. „ვისოლში“, „სმარტსა“ და „ვინტოში“ განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით კი მათ 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შეუძლიათ. მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით ერიცხება. ქულების დახარჯვა კი შესაძლებელია როგორც „ვისოლის”, ისე “სმარტისა” და “ვინტოს” ობიექტებში. აპლიკაციის გამოყენების წასახალისებლად 4 დეკემბრამდე მომენტალური გათამაშება მიმდინარეობს, სადაც პრიზებს იგებს როგორც მომხმარებელი, ისე ჩამსხმელი ოპერატორი, რომელიც იღბლიანი ტრანზაქციისას ემსახურება მომხმარებელს.

“ვისოლმა“ მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ დაფუძნების დღიდანვე დაისახა მიზნად და პირველი იყო ნავთობსექტორში, რომელმაც ქვეყანაში მომსახურების დასავლური სტანდარტები დანერგა, საკუთარი ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი შექმნა, უახლესი ევროპული სტანდარტის ნავთობპროდუქტების იმპორტი დაიწყო, ათასობით ადამიანი დაასაქმა და კორპორაციულ მომხმარებელს საწვავის ელექტრონული შესყიდვისა და ავტოპარკის მართვისთვის ჭკვიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტა შესთავაზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები