მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისთვის მკაცრდება ჯანდაცვის პოლიტიკა? - ანდრია ურუშაძე ანალიტიკაში

BM.GE
16.06.23 13:42
233
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა. 

პროექტი განსაზღვრავს სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების გაზრდის შესაძლებლობას. კერძოდ, კანონპროექტით მარეგულირებელს ენიჭება უფლება, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირ განახორციელოს შემოწმება ფარმაცევტულ სექტორში და ასევე სამედიცინო დაწესებულებებში, რასაც შეიძლება წინ უსწრებდეს პაციენტის საჩივარი, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც შემოწმების ჩატარების საფუძველს ქმნის. 

ასევე ცვლილება ხორციელდება ჯარიმებთან დაკავშირებით და იზრდება სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის აქამდე დაწესებული ჯარიმების ოდენობა, რადგან ის ვერ ასრულებს პრევენციულ ფუნქციებს. ცვლილებები, ასევე შედის ხუთ მოქმედ კანონში, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საპროცესო კოდექსებში, ასევე ლიცენზიებისა და ნებართვების, სააღსრულებო წარმოებათა და სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონებში.

ამის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეპროდუქტოლოგიურ სფეროში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალვები დააანონსა. თავის მხრივ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 2024 წლის პირველი იანვრიდან არა მხოლოდ სუროგაციის, არამედ ინ-ვიტრო განაყოფიერების აკრძალვაზეც განაცხადა. აღნიშნული ცვლილების საჭიროებად დასახელებული იყო ამ პროცედურების რეგულირების არარსებობა და შედეგად, „ბავშვთა შესაძლო ტრეფიკინგის“ და არატრადიციულ ოჯახებში მოხვედრის შემთხვევები. 

როგორც ყოველთვის, ბიზნესი ამბობს, რომ რეგულირების მომხრეა, თუმცა არა – აკრძალვების და არა – უფლებების ჩამორთმევის. რა ფაზაში გადადის ჯანდაცვის პოლიტიკა და როგორ აფასებს ამ ცვლილებებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი?

სტუმარი: ანდრია ურუშაძე - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები