მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიტალი კლიჩკო საქართველოს გენერატორებისთვის მადლობას უხდის - წერილი

63da251c17595
BM.GE
01.02.23 12:41
739
“ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - ასე ეხმიანება ქალაქ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის გენერატორების გადაცემის საკითხს, რის შესახებაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილისადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„მსურს გამოვხატო დიდი მადლიერება თქვენ მიმართ, ღრმადპატივცემულო ბატონო მინისტრო და თქვენს მიმართ, ღრმადპატივცემულო ბატონო ელჩო, ზამთრის ამ კრიტიკულ მომენტში ოთხი მძლავრი გენერატორის გადმოცემისთვის. დარწმუნებულნი ვართ, ჩვენს გამარჯვებაში და გეპატიჟებით ჩვენს გმირ ქალაქში ომის დასრულების შემდეგ“, - ვკითხულობთ ვიტალი კლიჩკოს წერილში.

როგორც წერილიდან ვიგებთ, ქართული მხარის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორები, ამ დროისთვის, საქალაქო დაწესებულებებში უკვე გადანაწილდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები