მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითარება ნატურალური წვენების ბაზარზე - გამოწვევები & პროექტები

საქართველოში ნატურალურ წვენებზე მოთხოვნა იზრდება. მზარდი დინამიკა ფიქსირდება ექსპორტშიც. 5 თვეში ქვეყნიდან $10,852.29 ღირებულების 7,093.36 ტონა პროდუქტი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ცვლილებაა მთავარ საექსპორტო ბაზრებშიც. თუ 2023 წელს პირველ ადგილს რუსეთი იკავებდა, წელს ის ისრაელმა ჩაანაცვლა, სადაც $2,894.99 ღირებულების 1,513.86 ტონა ხილსა და ბოსტნეულის წვენები გავყიდეთ. ბიზნესის ნაწილი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქტისადმი გაზრდილ მოთხოვნას რუსეთ-უკრაინის ომსაც უკავშირებენ, რომ მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლებისგან დანაკლისის შესავსებად, ახალი მიმწოდებლებისადმი ინტერესი იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები