უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობაზე საჯაროდ პირველად განაცხადა. და ამბობს, რომ ეს არის საკადრო საკითხი. რა თქმა უნდა, საჭიროა გადატვირთვა, ახალი დასაწყისი. ვგულისხმობ რაღაც სერიოზულს, რომელიც ეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებას,“ - განაცხადა მან იტალიურ Rai1-თან ინტერვიუში.მისი თქმით, გამარჯვებისთვის საჭიროა თავდაჯერება, დადებითი ენერგია.დასავლური მედია, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ზალუჟნის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა.ზალუჟნის ადგილი, კი შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა დაიკავოს.ხოლო,დამატებით რა რესურსით გეგმავს პრეზიდენტი ზელენსკი ვითარებისთვის საჭირო ცვლილებებს და გადატვირთვას, ეს გამოჩნდება უახლოეს მომავალში.