"ვითხოვთ პირდაპირ ეთერს" - ამ მოწოდებით საქართველოს პირველი არხის შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა დააკმაყოფილოს. მოთხოვნებს შორის არის საეთერო დროის დათმობა იმისათვის, რომ საზოგადოებამდე და არა მარტო საკუთარი სათქმელი მიიტანონ.
აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელს ასევე მოუწოდებენ, რომ აქციაზე ძალადობის ფაქტები შეულამაზებლად გააშუქონ.
აქციის მონაწილეებს შეხვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე.
აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს, რომ გადადგეს ეს ორი ადამიანი და ეთერი დაუბრუნდეს ხალხის ხმას.