მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცოდი, რომ ტრამპი აშშ-ს დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ არ მეგონა, ეს რეალური ნგრევა იქნებოდა - ბაიდენი

ბაიდენი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის ქმედებები მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ტრამპმა „დამანგრეველი დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ ხალხის სახლს, არამედ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას“.

„ვიცოდი, რომ ტრამპი ქვეყანას დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, არ ვიცოდი, რომ ეს რეალური ნგრევა იქნებოდა".

ბაიდენმა ეს განცხადება თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის დანგრევის ფაქტზე კომენტირებისას გააკეთა და აღნიშნა, რომ „ვერც კი წარმოედგინა, თუ ეს ნამდვილი დამანგრეველი ბურთი იქნებოდა“.

„ეს ტრამპის პრეზიდენტობის შესანიშნავი სიმბოლოა,“ – აღნიშნა ბაიდენმა, ირონიით მიუთითა რა, რომ მსგავსი ქმედებები „ტრამპის მმართველობის სტილს ზუსტად გამოხატავს"

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე სარკასტულად გააკრიტიკა ტრამპის განცხადებები მეორე ვადაზე, რომლის შეფასებითაც ტრამპი ამტკიცებს, რომ ქვეყანამ მისი მმართველობისას „ოქროს ხანაში“ იცხოვრა.

„ახლა ის ამბობს, რომ ჩვენ ‘ოქროს ხანაში’ ვცხოვრობთ. ერთადერთი ოქრო, რაც მას აქვს, ბუხრის თაროზე კიდია,“ – აღნიშნა ბაიდენმა.

თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთა 1902 წელს თეოდორ რუზველტის პრეზიდენტობისას აშენდა, ხოლო ფრანკლინ რუზველტმა ომის პერიოდში, 1942 წელს, მას სამუშაო სივრცე დაუმატა, რომელმაც ამ დანიშნულების გარდა, მიწისქვეშა ბუნკერი დაფარა. ბოლო 70 წლის განმავლობაში სექცია პირველი ლედის სამუშაო სივრცედ გადაიქცა და ამასთანავე თეთრი სახლის სოციალურ ნაწილს წარმოადგენდა, სწორედ აქედან შედიოდნენ სახლის სტუმრები და დამთვალიერებლები შენობაში.

ცნობისთვის საცეკვაო დარბაზი, რომლის აშენების გეგმამაც საზოგადოებრივი აჟიოტაჟი გამოიწვია ტრამპის, როგორც წარსულში უძრავი ქონების დეველოპერის, დედაქალაქის გარდაქმნის ფართო გეგმის ნაწილია. ტრამპმა აგვისტოში ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას სახელწოდებით “ისევ გავხადოთ ფედერალური არქიტექტურა ლამაზი” (“Making Federal Architecture Beautiful Again”), რომელიც ყველა ფედერალური შენობისთვის კლასიკური იერის ფასადს ითვალისწინებს და მოუწოდებს ფედერალურ სამსახურებს თავი შეიკავონ ბრუტალური და მოდერნისტული არქიტექტურისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები