პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ევროპულ მომავალთან კავშირში არ არის.
ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ზე განაცხადა, სადაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიორგი შარაშიძეს კითხვას უპასუხა - "რას აკეთებს ხელისუფლება, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდეს"?
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაარწმუნოს, რომ საქართველოს ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლა არ შეუჩეროს.
"ვიზალიბერალიზაცია ევროპულ მომავალთან კავშირში არ არის. ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა აქვს 61 ქვეყანასთან და აქ შედიან ისეთი ოდიოზური ქვეყნები, როგორებიც არიან ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. ვერავინ დამარწმუნებს რომ ამ 3 ქვეყნიდან რომელიმეს საქართველოზე უკეთესი დემოკრატია აქვს ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუს აქვს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ამას კიდევ ის დაემატა, რომ 670 მილიონი დოლარი გამოუყო ევროკავშირმა სირიის ხელისუფლებას სულ ცოტა ხნის წინ. ვიზა არის ძალიან მკაცრად ტექნიკური საკითხი.
ჩვენ ვიყენებთ ყველა პლატფორმას იმისთვის, რომ წევრ ქვეყნებს შევხვდეთ და ვესაუბროთ, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ეს ჩვენ კი არ გვავნებს - ხელისუფლებას, ეს ავნებს საქართველოს ურთიერთობებს ზოგადად.
ჩვენ ვიყენებთ ყველა პლატფორმას, იმისთვის რომ [ევროკავშირის] წევრი ქვეყნები დავარწმუნოთ, რომ რომ ევროკომისიას თუ რაიმე ასეთის განზრახვა აქვს გადააფიქრებინონ ეს განზრახვა, რადგან საბოლოოდ მაინც წევრი ქვეყნები იღებენ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.




























