მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიზალიბერალიზაციის განხილვის პერიოდში, მომხმარებლები ჯავშნებს სრულად აუქმებდნენ - OK Travel

ვიზალიბერალიზაცია

ტურისტული კომპანია OK Travel-ის ოპერატორი, ბაია გიგაური BM.GE-სთან აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საკითხის წამოჭრის პერიოდში, მომხმარებლები ჯავშნებს სრულად აუქმებდნენ. მისი თქმით, იმ დროს ტურისტული ბაზარი პრაქტიკულად მთლიანად პარალიზებული იყო.

გიგაურის განმარტებით, ამჟამად მოთხოვნა სტაბილურია, თუმცა გასულ წელთან შედარებით მცირე შემცირება მაინც ფიქსირდება: “იყო პერიოდი, როდესაც პანდემიამ ყველაფერი სრულად გააჩერა, შემდეგ მოთხოვნა ეტაპობრივად აღდგა. ახლა მდგომარეობა სტაბილურია. მიუხედავად ამისა, სტატისტიკის მიხედვით, წლიურად მაინც კლების ტენდენცია ფიქსირდება. [ვიზალიბერალიზაციის განხილვის პერიოდში] მომხმარებლები სრულად გვაუქმებინებდნენ ჯავშნებს”, - აღნიშნავს ის.

მისი თქმით, ახლა ძირითადად ევროპული მიმართულებებია აქტიური, როგორიცაა ვენა, პრაღა და ბუდაპეშტი, რაც საახალწლო პერიოდთან და ევროპაში მოქმედ საშობაო სოფლებთან არის დაკავშირებული. ამასთან, გარკვეული რაოდენობის მომხმარებელი არჩევანს თბილ მიმართულებებზე აკეთებს, როგორიცაა დუბაი, შარმ ელ-შეიხი და დოჰა.

გიგაური ასევე აღნიშნავს, რომ ტურისტული პაკეტების ფასები დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად პარტნიორების ტარიფების ზრდასთან არის დაკავშირებული. როგორც ოპერატორი ამბობს, ფასები ყოველწლიურად მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს.

“პოპულარულ ევროპულ მიმართულებებზე ტურისტული პაკეტების ღირებულება საშუალოდ 1000–1300 ლარის ფარგლებში მერყეობს”, – ამბობს ის.

OK Travel-ში აღნიშნავენ, რომ კომპანიის სამომავლო გეგმები პირდაპირ დამოკიდებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და სტაბილურ გარემოზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები