მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკების გამო, ადამიანებს 6-7 თვით ადრე მოგზაურობის დაგეგმვის შიში გაუჩნდათ - Winglet

ევროკავშირში მოგზაურობა

18 ქვეყნის დეპუტატებმა და ევროპარლამენტარებმა საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბარი იყო ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გადახედვაზე. ევროპასთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან ეს პირველი განცხადება არ არის და ამ მიმართულებით რისკებზე საუბარი რამდენიმე თვეა მიდის.

ტურისტული კომპანია ვინგლეთის დამფუძნებელი ანა კირკიტაძე ამბობს, რომ ამ განცხადებებს მოგზაურების გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. მისი თქმით, დამსვენებელი შიშობს და მოგზაურობას 6-7 თვით ადრე აღარ გეგმავს.

“მე ვერც შევადარებ რაოდენობებს, რა რაოდენობები მიდიოდა ვიზალიბერალიზაციამდე და მისი მიღების შემდეგ, იმდენად გაიზარდა მოგზაურთა რაოდენობა ევროპის მიმართულებით. ეს განცხადებები თავისთავად გავლენას ახდენს და ძალიან ბევრი კითხულობს, თუ რა იქნება, წინასწარ რამდენად შეუძლიათ რომ დაგეგმონ მოგზაურობა, რამდენად აქვთ გარანტია და ა.შ. ვიცით, რომ 6-7 თვით ადრე მოგზაურობის დაგეგმვა უფრო ბიუჯეტურია თუმცა რა თქმა უნდა, ხალხი ფიქრობს, 6-7 თვის შემდეგ რამდენად გვექნება ისევ უვიზო რეჟიმი და ამიტომ ცოტა შიშის ფაქტორი არის დამსვენებელში.

მე მგონია და ეს ჩემი პირადი აზრია, რომელსაც ყველას ვეუბნები, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი სწრაფად შეჩერდეს, ანუ დღეს გვაქვს და ხვალ აღარ გვქონდეს ასე არ იქნება. ეს გარკვეულ პროცესს მოითხოვს.”-ამბობს ვინგლეთის" დამფუძნებელი ანა კირკიტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები