მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიზიტის ამოცანაა, საქართველო “ნაცრისფერი ზონის” მახეში არ აღმოჩნდეს, რაც კერძო პირებს დააზიანებს - ქუთელია სანქციების აღსრულების მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტზე

649bf8d95d80e
მარიამ ვარადაშვილი
28.06.23 14:40
737
საქართველოში უკვე მეორე დღეა ოფიციალური ვიზიტით სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯეიმს ო’ბრაიენი იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარმა, ბათუ ქუთელიამ "საქმიან დილაში" განაცხადა, რომ რომ ბოლო ათი წლის ნამძილზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ამ ვითარებაში რუსეთმა შესაძლოა, ბერკეტად გამოიყენოს იმისთვის, რომ მათ შორის საქართველოს მეშვეობით სანქციებს გვერდი აუაროს.

“ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც უკრაინაში შეიქმნა. ამის გამო ცივილიზებულმა და დემოკრატიულმა სამყარომ რუსეთს სანქციები დაუწესა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ სანქციებზე გვერდის არიდების ხვრელების ამოვსება. იმისთვის, რომ რუსეთს საშუალება არ ჰქონდეს დახოცოს უდანაშაულო ბავშვები და დაარღვიოს ის ძირითადი პრინციპები, რაზეც საერთაშორისო წესრიგი დგას. უფრო მნიშვნელოვანია, დიდ კონტექსტზე ვისაუბროთ და ვთქვათ თუ რატომ აღმოჩნდა საქართველო ამ მდგომარეობაში. როცა ყველა საუბრობს გაზრდილ სტატისტიკურ მონაცემებზე, რაც პირდაპირ თუ ირიბად ადასტურებს იმას, რომ საქართველო გამოიყენება სანქციების გვერდის არიდებისთვის. ეს თავად რუსებმაც დაადასტურეს და ცოტა ხნის წინ თქვეს, რომ ლარსის გამშვები პუნქტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია იმისთვის, რომ სანქციებს თავი აარიდონ. ეს იმიტომ მოხდა, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა მთლიანად რუსულ ბაზარზე გადალაგდა. ეს რუსეთის მხრიდან გამოყენებულია როგორც იარაღი საკუთარ ჰიბრიდულ ომში",-ამბობს ქუთელია BMGTV-ის ეთერში.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტის მიზანია დაიხუროსის ხრელები ცენტრალური აზიის ქვეყანებსა და მათ შორის საქართველოში, რის მეშვეობითაც რუსეთი სანცირებულ პროდუქციას იღებს.

“ზოგადად, სანქციებისგან თავის არიდება არის ნაცრისფერი ზონის ოპერაცია, მათი მხირდან, ვინც თავს არიდებს. რეალურად მიწოდების ჯაჭვის ყველა ის კომპონენტი, რომელიც ემსახურება სანქციებზე გვერდის ავლას ცალ-ცალკე შესაძლოა არ იყოს კანონდარღვევა. მაგრამ ჯამში მთელი ეს ქსელი ემსახურება მიზანს, რომ რუსეთმა სანქციების გვერდის ავლით მიიღოს პროდუქციას. მათ შორის ელექტრონიკა და ისეთი ორმაგი დანიშნულების საქონელი, რომელიც შემდგომ საბრძოლო მოქმედებების დროს გამოიყენება.

სწორედ ამიტომ ფორმალურად კანონის დაცვა საკმარისი არ არის, არამედ დამატებითი, პროაქტიური ზომებია გასატარებელი, რათა მსგავსი ხვრელები არ არსებობდეს. ჩვენს ინტერესშია საქართველო არ გახდეს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთის ეკონომიკის დანამატი. იმიტომ, რომ გარკვეულ პერიოდში ეს ჩამოიშლება და გამოუსწორებელ ეკონომიკურ ზიანს მივიღებთ, რაც არაერთხელ მომხდარა. ამ ვიზიტის ამოცანაც სწორედ ეს არის რომ საქართველო ამ “ნაცრისფერ მახეში” არ მოხვდეს, საიდანაც გამოუსწორებელ ზიანს მიიღებენ კერძო თუ იურიდიული პირები",-აცხადებს ქუთელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები