მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვხედავ შეშინებულ, დამფრთხალ ბიზნესს და ამით საქართველოს არ ემსახურებიან - ნინო ჯაფარიძე

ნინო ჯაფარიძე

"ვხედავ შეშინებულ, დამფრთხალ ბიზნესს და ამით საქართველოს არ ემსახურებიან", - ამის შესახებ ოქსფორდის პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნინო ჯაფარიძემ "ანალიტიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, ფართო კონტექსტში რა უნდა იყოს დღეს ბიზნეს ელიტების როლი იმ ფონზე, რომ ბიზნესი არის DCFTA-ის, დასავლეთის, ევროკავშირთან ინტეგრაციის, მასთან ბიზნესის წარმოების მომხრე, ნინო ჯაფარიძე ამბობს, რომ ბიზნესს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ანტიდემოკრატიული წრის დარღვევაში.

"მე ვხედავ ფრთხილ ბიზნესს, რომელიც რისკების აწონ-დაწონის პროცესშია და არ უნდა რომ მოიკვეთოს ხელი, იმიტომ რომ გასატანი რომ გქონდეს, ჯერ აქ უნდა აშენდე და აქ რომ ააშენო, უნდა იყო დალაგებული პოლიტიკურ ბირთვთან და შიშს ვხედავ. სამწუხაროდ, ამ შიშის გამო არის ასეთ მძიმე დღეში პოლიტიკური ოპოზიციაც და მედიებიც. რატომ უნდა გეშინოდეს შენი რეკლამის განთავსებისა? ესეც კი ნიშანია, რომ არ ვართ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო. ეს ცუდია საქართველოსთვის, ეს ასევე აკნინებს მედიის ხარისხს, დამოუკიდებლობას, როდესაც ხარ მიბმული ერთ ბიზნეს გუნდთან. ვხედავ შეშინებულ, დამფრთხალ ბიზნესს და ამით საქართველოს არ ემსახურებიან ეს მოთამაშეები და ეს სამწუხაროა.

ჩაკეტილ, უარყოფით, საბჭოურ, არადემოკრატიული წრიდან განთავისუფლებაში ბიზნესს შეუძლია დიდი წვლილის შეტანა. ნუ გეშინიათ!",- ამბობს ნინო ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები