ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისი ამბობს, რომ საქართველოში ვითარება უარესდება და ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ზომები არ არის.
"ვხედავთ საქართველოში ვითარების გაუარესებას და ჩვენი ქმედებების ნაკლებობა ამ პროცესს დამატებით სტიმულს აძლევს. ამიტომ ახლა უნდა ვიმოქმედოთ და მოვამზადოთ სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების დაკავებაში მონაწილეობა მიიღეს. ვხედავთ საქმეებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ აღიძრა და ეს სრულიად მიუღებელია. ამას სანქციებით, რეჟიმზე ზეწოლითა და პოლიტიკური იზოლაციით უნდა ვუპასუხოთ. ასევე გავზარდოთ მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროკავშირი.
ლიეტუვის მოსახლეობის 60%-ზე მეტს სურს, საქართველო ევროკავშირის ნაწილი იყოს. ვალდებულებები ორივე მხარისთვის არსებობს. არსებობს ვალდებულებები საქართველოსთვის, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტები დაიცვას და არსებობს ვალდებულება ევროპული ქვეყნებისთვის, რომ საქართველოს მხარი მაქსიმალურად დაუჭირონ", - ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
დღეს, 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე მსჯელობენ. დღის წესრიგის მიხედვით, საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას და შესაძლო ზომებს ხელისუფლების მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ.




























