მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ICC-ის გადაწყვეტილება გამართლებულია - ბაიდენი

641699c176475
ალა ისპირიანი
19.03.23 09:30
601
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამართლებული უწოდა.

ვლადიმერ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, - განაცხადა ბაიდენმა.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი 17 მარტს გასცა. დაკავების ორდელი, გაიცა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართაც.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის ტერიტორიაზე ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ერთი წლის წინ, 2022 წლის მარტში დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები