რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც 2035 წლამდე რუსეთის არქტიკული ზონის განვითარებასა და რეგიონში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ბრძანებულება ძალაში გამოქვეყნების დღესვე შევიდა.
პუტინმა მთავრობას დაავალა, ექვსი თვის ვადაში არქტიკული ზონისა და ტრანსარქტიკული სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე ორიენტირებული კომპლექსური გეგმა შეიმუშავოს.
ინფორმაციისთვის, მინისტრთა კაბინეტმა ეს დოკუმენტი განსახილველად სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საპრეზიდენტო საბჭოს უკვე გადაუგზავნა.
რაც შეეხება თავად სტრატეგიის განხორციელებას, პროცესი ორ ძირითად ეტაპად უნდა დაიყოს. პირველი ეტაპი 2026-2030 წლებს მოიცავს, მეორე კი - 2031-2035-ს. საბოლოო მიზანი ამ ზონაზე რუსეთის კონტროლის გაზრდა იქნება.
























