მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვლოცულობთ, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი - ირაკლი ღარიბაშვილი

6225afb93e74b
ინგა მურუსიძე
07.03.22 11:08
617
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინაში ომის დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ომი აბსოლუტურად მიუღებელია.

„ის, რაც უკრაინაში ხდება მიუღებელია. ომი კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ყველანი ერთად ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი. ადამიანები იღუპებიან და ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. იმედი გვაქვს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, საქართველოდან უკრაინაში 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა და ეს პროცესი გაგრძელდება.

„მინდა გამოვხატო სოლიდარობა ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენი მთავრობის სახელით მინდა გამოვხატო სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ყველა დონეზე ვუჭერთ მხარს უკრაინას პოლიტიკურად და ამას გავაგრძელებთ. დღეისთვის 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და ეს პროცესი გაგრძელდება. კიდევ უფრო მეტ დახმარებას გავგზავნით უკრაინაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ელჩი რჩება უკრაინაში იმისთვის, რომ საქართველოს არც ერთი მოქალაქე ყურადღების მიღმა არ დარჩეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები