დავარგებული ხორცპროდუქტების ადგილობრივი საწარმო Native Racha ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს. როგორც BMGTV-ს გადაცემა
„წერტილში“ საწარმოს დამფუძნებელმა ვასილ ბაბლუანმა თქვა მუშაობენ, რომ წარმადობა 4-ჯერ უფრო გაიზარდოს. ამასთან, ეს იქნება საწარმო, სადაც ტურისტებს მიიღებენ.
„ახალ საწარმოზე თვითონ, რომ 2023 წელს დავიწყებდით რაჭაში მშენებლობას. პროექტირებაში იმაზე ვმუშაობთ, რომ არა მხოლოდ წარმოება გავზარდოთ, არამედ ეს იყოს ადგილი, სადაც შეიძლება ტურისტი მივიღოთ. ყველაზე მზარდი, რაც შეიძლება საქართველოში იყოს, ტურიზმია და რაც მთავარია ევროპელ ტურისტზე უნდა ვიმუშაოთ, რისი დიდი პოტენციალიც არის. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ევროპელ ტურისტს იმ ტიპის სერვისი სჭირდება, რასაც მიჩვეულია. დღეს გასტროტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ამ მიმართულებით ახლა ვიდგამთ ნაბიჯებს. ზუსტად ამ მიმართულებით ვფიქრობთ წარმოება გავაკეთოთ“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება საწარმოში განხორციელებული ინვესტიციას, მისი თქმით ახლა მიდის პროექტირება და ფინანსური დათვლაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორების რაოდენობა ჯერ ბოლომდე დათვლილი არ არის.
ამასთან აღსანიშნია, რომ Native Racha-ს პროდუქცია ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი. როგორც ვასილ ბაბლუანმა თქვა, პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაგრამ ექსპერტთან დაკავშირებული პრობლემების გამო, პროდუქცია საზღვარგარეთ ვერ გააქვთ.
„ვმუშაობთ, რომ წარმადობა, 3-ჯერ 4-ჯერ მეტი იქნება, რაც წელიწადში 100-120 ტონის წარმოებას ნიშნავს. ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი, რადგან, სხვადასხვა ვეტერინარული პრობლემების გამო ექსპორტის პრობლემაა, რაზეც სახელმწიფო მუშაობს და დიდი იმედი გვაქვს ამ საკითხს მალე გადაწყვეტენ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ექსპორტის ნაწილში მთავარი გასაკეთებელია სახელმწიფო მხრიდანაა, რაც შეეხება თავად პროდუქციას, ბაბლუანის თქმით, ევროპული სტანდარტისთვის მზად არის.